თამარ ურუშაძე და ლევან ჩხაიძე მუშაობას ტელეკომპანია „იბერიაში“ გააგრძელებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი თამარ ურუშაძე და ტელეკომპანია „მაესტროს“ მთავარი პოლიტიკური თოქშოუს „ფაქტორის“ წამყვანი ლევან ჩხაიძე მუშაობას ტელეკომპანია „იბერიაში“ გააგრძელებენ.

„კვირას“ ინფორმაციით, საზოგადოება ჟურნალისტებს თამარ ურუშაძესა და ლევან ჩხაიძეს ტელეკომპანია „იბერიის“ ახალი სეზონიდან იხილავს.

„კვირას“ ინფორმაცია ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ დაუდასტურა, და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ვახო ხუზმიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მაია თაბაგარმა თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა.

ამასთან, ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამაც დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანია „კავკასიაში“ გადადის.

რაც შეეხება თეონა გეგელიას, იგი მაყურებელს გუშინ გადაცემა „პოლიტიკიდან“ დაემშვიდობა.

„მე გემშვიდობებით”, – განაცხადა წამყვანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგელია „იმედის” ვებ-გვერდს უხელმძღვანელებს.

თეონა გეგელიას, სავარაუდოდ, ჟურნალისტი თეა სიჭინავა ჩაანაცვლებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები