თამარ ივერმა კახა მამულაშვილს ვრცელი პოსტი მიუძღვნა

“ეს ინციდენტი… ამ ყოველივეს დასანახად ნამდვილად ღირდა!!” – ოპერის დივა თამარ ივერი მამულიჩას თავისუფლებას ფეისბუქზე ულოცავს:
„კახა და ლელა, გილოცავთ ამ შესანიშნავ ინფორმაციას. ძალიან გამიხარდა. ცოცხალი არსებები ვართ და ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ერთი რამ კი ფაქტია, რომ ყოველგვარი სკანდალი თუ ტრაგედია, ადამიანთა ნამდვილ სახეს გაჩვენებს, ზოგისას შენთვის მოულოდნელად დადებითი კუთხით და ზოგისას მოულოდნელად  უარყოფითად… საბოლოოდ კი ფიქრობ რომ ეს ინციდენტი… ამ ყოველივეს დასანახად ნამდვილად ღირდა!!
ასე რომ, მიხარია, რომ თქვენი ამბავი “გასრულდა ესე ამბავი, ვითარც სიზმარი ღამისა!” გილოცავთ!!!“- წერს თამარ ივერი.

მის მილოცვას კახიმ მადლობით უპასუხა: „მადლობა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები