პროკურატურა ბაჩალიაშვილის კადრებს ავრცელებს, თუ როგორ ყიდულობს ის მედიკამენტებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები.
გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე „გუგლის“ საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს – „საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, მან „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.
იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილსა და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“„იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც, ჯამურად, შეიძინა საძილე საშუალება – 20 აბი, ანტიდეპრესანტი – 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი – 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი”.
ვრცლად: http://pog.gov.ge/…/saqarTvelos-prokuratura-Tamar-bachalias…
ბიოლოგიური-გენეტიკური-სეროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა: http://pog.gov.ge/…/89c7e1be-biologiuri-genetikuri-serologi…
ბიოლოგიური დასკვნა: http://pog.gov.ge/uploa…/8668fe11-biologiuri-daskvna-dnm.pdf
დნმ-ი (გენეტკური პროფილი) წერილი: http://pog.gov.ge/uploads/f6adcd65-dnm-werili.pdf
ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა: http://pog.gov.ge/…/f81bab4f-toqsikologiuri-eqspertizis-das…
ტრასოლოგიური დასკვნა: http://pog.gov.ge/uploads/98c7aea3-trasologiuri-daskvna.pdf
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა: http://pog.gov.ge/…/74c5d37c-qimiuri-eqspertizis-daskvna-N5…
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა: http://pog.gov.ge/…/f7724219-qimiur-toqsikologiuri-00485522…