„თალიზმა“ მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

 აკაკი წილოსანისა და მისი გუნდის რევოლუცია – გადანერგილია 10 ათასამდე გრაფტი!

 2012 წლის 28 აპრილი მხოლოდ „თალიზის“ კი არა, საერთოდ, თმის გადანერგვის მსოფლიო ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, რამეთუ ამ დღეს თმის ტრანსპლანტოლოგიის ქართველმა გურუმ, მედიცინის დოქტორმა, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორმა, ქართულ ბრენდ „თალიზის“ ხელმძღვანელმა აკაკი წილოსანმა და მისმა გუნდმა თმის ტრანსპლანტოლოგიაში რევოლუცია მოახდინეს, ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, მსოფლიო რეკორდი დაამყარეს – 11 საათში, რამდენიმე, 15-15-წუთიანი შესვენებით, 9 688 ფოლიკულური გაერთიანებ(გრაფტი) გადანერგეს. მანამდე, მსოფლიო რეკორდად კანადაში, კლინიკა Hasson & Wongში ჩატარებული ოპერაცია ითვლებოდა, რა დროსაც, 15 საათის განმავლობაში, 9 168 გრაფტი იქნა გადანერგილი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: რუსეთის მოქალაქე, 42 წლის ღ.ჩ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა კლინიკას, სადაც თმას გადაინერგავდა. ბოლოს, ინტერნეტით, არჩევანი ქართულ ბრენდ „თალიზზე“ შეაჩერა და, კონსულტაციისთვის, თბილისში ჩამოვიდა.

სადონორო ზონის კომპიუტერული დერმოსკოპიით დადგინდა, რომ პაციენტის სადონორო სიხშირე არცთუ მაღალი იყო: კეფის ცენტრში, 1 კვადრატულ სანტიმეტრზე, 83 ფოლიკულურ გაერთიანებას  შეადგენდა, გვერდებში კი, – 47-ს. ამ კრიტერიუმებით, არ შეიძლებოდა, პაციენტი დიდმასშტაბიანი ოპერაციისთვის კარგ კანდიდატად განგვეხილა, მაგრამ მეორე მხრივ, სკალპის საოცარი მობილურობა აღენიშნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მსოფლიოში რეკორდული მასშტაბის ოპერაცია ჩაგვეტარებინა და 10 000-მდ ფოლიკულური გაერთიანებგადაგვენერგა,“ – მიყვება აკაკი წილოსანი.

მაშ, ასე: 2012 წლის 28 აპრილი, 11 საათი… „თალიზის“ პროფესიონალთა გუნდი: ორი ქირურგი – აკაკი წილოსანი და ეკა ყანდიაშვილი, ხარისხის კონტროლის ორი მენეჯერი და ქირურგის 12 ასისტენტი, ანუ სულ 16 ადამიანი სრულ მზადყოფნაშია… ოპერაცია სადონორო ზონრის ექსციზიით იწყება, რომლის ფართობიც 140 კავდრატული სანდიმეტრია.

– ღელავდით? – ვეკითხები აკაკი წილოსანს.

–  კი, ვღელავდი, რადგან ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი რეკორდის დამყარება კი არა, შედეგი იყო, – მეუბნება თმის გადანერგვის ქართველი გურუ და უნიკალური ოპერაციის დეტალებს მიხსნის, – სადონორო ჭრილობის პლასტიკა, სკალპის ფენომენალური მობილურობის გამო, ტექნიკური პრობლემების გარეშე განხორციელდა. ზონრის პრეპარირებით, მიღებული იქნა 9688 ფოლუკულური გაერთიანება, ანუ გრაფტი, აქედან 2528 ერთთმიანი იყო, 4648 – ორთმიანი, 2512 კი – სამ და ოთხთმიანი. საერთო ჯამში, პაციენტს 19360 ფოლიკული, ესე იგი, თმის ძირი გადაენერგა. თმის იმპლანტაციის სიხშირემ თმის ხაზისა და შუბლის მიდამოში, 1 კვსანტიმეტრზე, 40 ფოლიკულური გაერთიანება შეადგინა, გვირგვინის მიდამოში კი, – 27.

– საერთო ჯამში, სულ რამდენი გრაფტი გადანერგეთ?

– გვნდოდა, 10 000 გრაფტის გადანერგვის ზღვარი დაგვეძლია, რაც ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა, მაგრამ მოპოვებული და გადანერგილი იქნა 9688 გრაფტი, რაც მსოფლიო რეკორდად ითვლება.

მეტიც, ასეთი დიდი მასშტაბის ტრანსპლანტაცია ევროპისა და აზიის კლინიკებისთვისაც არათუ მიუღწეველი, წარმოუდგენელია.

– აკაკი, ამ რეკორდის საფუძველი რა გახდა?

– საერთოდ, ნებისმიერი რეკორდის საფუძველი დაუღალავი შრომა, მომზადება, გამოცდილება და, ალბათ, ნაწილობრივ იღბალიცაა. ამ შემთხვევაში კი, ოპერაციის წარმატების საიდუმლო „თალიზის“ პერსონალის გამოცდილება და პაციენტის სადონორო ზონის განსაკუთრებული შესაძლებლობები იყო.

სხვათა შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ოპერაცია დიდმასშტაბიანი და საკმაოდ ტრავმული გახლდათ,  ვეჭვობდით, ასეთი დიდი რაოდენობის გრაფტების გადანერგვისას თმის ძირების სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება, მაღალი არ ყოფილიყო, მაგრამ შესანიშნავი შედეგი მივიღეთ.

შედეგი ფანტსტიკურია, მხოლოდ გარეგნულად კი არა, შინაგანადაც რადიკალურად შევიცვალე და აღარც კი შემიძლია, თავი თმის გარეშე წარმოვიდგინო, – ამბობს პაციენტი, – ბევრი ნაცნობი, რომელიც დიდი ხანია, არ მინახავს, შეხვედრისას ვეღარ მცნობს, ეს არაჩვეულებრივია! ოპერაციამდე მეუბნებოდნენ, რომ შედეგი კარგი ქნებოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთს არ ველოდი. ახლა ზუსტად ისევე გამოვიყურები, როგორც 20 წლის წინ. ამიტომ, გირჩევთ, არ დანებდეთ და ყოველთვის მაქსიმუმი მოინდომეთ, ამის შესაძლებლობას კლინიკა „თალიზი“ იძ

ლევა!“

ერთი სიტყვით, გახსოვდეთ: თუკი თმის ცვენა, მინიმუმ, დისკომფორტს გიქმნით, არ ღირს, ამაზე ინერვიულოთ, რამეთუ შუა თბილისში, ტაშკენტის ქუჩ#27ში მსოფლიო რეკორდსემენები თქვენთვის მუშაობენ! ასე რომ, აღარ გადადოთ, გეზი `თალიზისკენ~ ახლავე აიღეთ და ახალ წელს ახალი იმიჯით შეხვდით!

R

ვანო პავლიაშვილი

1D__9133 (1)

DSC04856

����������(2)

 

კომენტარები

სხვა სიახლეები