თალიბებმა ავღანეთში ფილმების ჩვენება, რომელშიც ქალები მონაწილეობენ აკრძალეს

ავ­ღა­ნე­თის თა­ლიბ­თა მმარ­თვე­ლო­ბამ ქვეყ­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს უბ­რძა­ნეს, არ აჩ­ვე­ნონ ფილ­მე­ბი, რომ­ლებ­შიც ქა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ხოლო ქალი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან ის­ლა­მუ­რი წე­სით – ჰი­ჯა­ბით შე­ი­მო­სონ. რვა­პუნ­ქტის­გან შემ­დგა­რი “რე­ლი­გი­უ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი,“ რო­მე­ლიც “სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის და მან­კი­ე­რე­ბის აღ­კვე­თის სა­მი­ნის­ტრომ” გა­მოს­ცა, თა­ლი­ბა­ნის მერ და­წე­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ბოლო შე­ზღუდ­ვაა.

სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე უბ­რძა­ნა ტე­ლე­არ­ხებს, არ აჩ­ვე­ნონ ისე­თი ფილ­მე­ბი, კო­მე­დი­ე­ბი ან გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც “შე­უ­რა­ცხყო­ფენ“ ადა­მი­ა­ნებს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ის­ლა­მუ­რი სა­მარ­თლის ან ავ­ღა­ნუ­რი კულ­ტუ­რის თა­ლი­ბა­ნი­სე­ულ წე­სებს.

ნე­ბის­მი­ე­რი ფილ­მი და პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მო­ჰა­მე­დი ან სხვა პა­ტივ­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე აიკ­რძა­ლა. და­უშ­ვე­ბე­ლია ამა­ვე დროს ტე­ლეპ­როგ­რა­მებ­ში კა­ცე­ბის ჩვე­ნე­ბა, თუ მათ არ აც­ვი­ათ თა­ლი­ბა­ნის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სა­მო­სი.

სა­მი­ნის­ტრო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მი­თი­თე­ბე­ბი არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და მას მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ის სახე აქვს.

“ეს არ არის წე­სე­ბი, არა­მედ რე­ლი­გი­უ­რი მი­თი­თე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა ჰა­კიფ მო­ჰა­ჯირ­მა.

კომენტარები

სხვა სიახლეები