მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მომღერალის და, თაკო ჩარკვიანი სიცრუეს უწოდებს.
როგორც თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მამუკა ჩარკვიანი ბევრად უკეთ გრძნობს თავს და რეაბილიტაციას გადის.
“ჩემო მ ე გ ო ბ რ ე ბ ო, მ ა მ უ კ ა კარგად არის, ბევრად უკეთ და გადის რეაბილიტაციას, ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება და რის გამოც ლამის მთელი საქართველო გვირეკავს – მ ც დ ა რ ი ა! ყველას დიდი მადლობა სატელეფონო ზარებისთვის და დიდი სიყვარულისთვის მიყვარხართ მე თქვენ“, – წერს თაკო ჩარკვიანი.