თაკო ჩარკვიანის ემოციური მიმართვა

მიყვარხართ, რა ლამაზი სამშობლო გვაქვს, როგორ ვერ მოვუარეთ, ხალხნო, 30 წელი ჩვენს სამშობლოს. მოვუვლით, დავიბრუნებთ, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პარტია “კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა.
“ჩვენ კომუნისტების დროს, არ ვლანძღავ, ობიექტურად ვამბობ, მხოლოდ სამშობლო გვქონდა, სახელმწიფო არ გვქონდა. როგორც იქნა, ვეღირსეთ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დავიბრუნეთ და დღეს ეს ვიგინდარა ჩვენს სახელმწიფოს ეხება. ქართულ სახელმწიფოებრიობას ვერავინ წაგვართმევს. მემატიანე ერთ ადგილას წერს, ქართველნი, ახოვანნი, ტანადნი, მამაცნი. ყველა, ვინც დგას, ვინც ვერ მოვიდა, ვისაც საქართველო სტკივა და მისი გამთლიანებისთვის იბრძვის, არის ლამაზი, ახოვანი, ტანადი, თავდადებული. მეუბნებიან ხოლმე, ხშირად სტრიქონებს იხსენებო. რა ვქნა, მე სტრიქონებზე ვარ გაზრდილი, ხო, მახსენდება, სხვა საქართველო სად არის. მახსენდება, რომ მთავარი მაინც მამულია. ბიძინა ივანიშვილო, მამულს არ დაგითმობთ. პროპორციულზეც უკან დაიხევ და ვადამდელსაც დანიშნავ“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
წყარო: https://1tv.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები