ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა ბრიტანული ბრენდის, Ralph & Russo ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
ჩვენებას მოდის ექსპერტები განსაკუთრებული ყურადღებით ელოდებოდნენ, რადგან ვარაუდობენ, რომ სწორედ Ralph & Russo შეუკერავს კაბას პრინცი ჰარის საცოლეს, მეგან მარკლს. ქორწილი მაისში გაიმართება.
ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კენსინგტონის სასახლემ ნიშნობის ფოტოები გაავრცელა, სადაც მეგანს სწორედ ბრიტანული ბრენდის 64 ათას დოლარად ღირებული კაბა აცვია.
ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებამდე Ralph & Russo-მ ულამაზესი კოლექცია წარმოადგინა. კიმონოს ელემენტები, ფერების მკვეთრი, ულამაზესი პალიტრა – სამოსი იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავია, რომ მას კომფორტულად მოირგებენ როგორც არაბი პრინცესები, ისე – ჰოლივუდის ვარსკვლავები.
ბრენდის ჩვენებაზე ბრწყინავდა ქართველი მოდელიც, თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც ვერცხლისფერი ტონალობის კაბა წარადგინა.
წყარო:http://www.ambebi.ge