მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ როგორც ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას აღნიშნა, სანამ ტუჩს ხელოვნურად გაიდიდებდა, ბევრად ლამაზი იყო. ამ თემაზე თაკო მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ეტყოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა.
„სანამ ტუჩს ხელოვნურად გავიდიდებდი, ბევრად ლამაზი ვიყავი. შეუძლიათ, ჩემი ბავშვობის ფოტოებს გადახედონ, ოღონდ იქამდე, სანამ ტუჩს ხელოვნურად გავიდიდებდი, რასაც ძალიან ვნანობ. ვფიქრობ, რომ მაშინ ბევრად ლამაზი ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. მეგობრებიდან ყველა მეუბნებოდა, სულელი ხარ, ისედაც ლამაზი ტუჩები გაქვს და გადიდება რაღად გინდაო.
ახლა ვხვდები, რომ მართლები ყოფილან. საბედნიეროდ, სამუდამო არ გამიკეთებია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბუნებრივი ტუჩები მალე დავიბრუნო. ამისთვის სპეციალურ პროცედურებსაც ვიტარებ. ყველას მოვუწოდებ, თუ ისეთი რაღაც არ გჭირთ ტუჩზე, რაც თვალშისაცემია, ზედმეტად ხელი არ ახლოთ“, აღნიშნავს თაკო.
სხვა სიახლეები