მსოფლიოს ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში IFA – ეგიდით ტარდება ქალაქ დიეპეში, (საფრანგეთი), სადაც წარმატებით იასპარეზა ქართველმა ახალგაზრდა ათლეტმა 14 წლის თაზო პაპაშვილმა.
მან ოქროს მედალი მოიპოვა, საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლებში გაიმარჯვა ახალგაზრდებს შორის.
ქართველმა სპორტსმენმა მარცხენა ხელით შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო.
ჩემპიონატში 27 ქვეყანა მონაწილეობს.
კვირა+ წარმატებებს უსურვებს ქართველ ათლეტს.
სხვა სიახლეები