“თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია”- რა დიაგნოზი დაუსვეს კახი კალაძეს

კახა კალაძეს ერტებრო – ბაზილარულისინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა და კვლევებზე იმყოფება – ამის შესახებ თბილისის მერი “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს:

“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!
კახა კალაძე”- წერს თბილისის მერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები