“თავის მოსაკლავად კი არა, სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა…” – რა თქვა ადვოკატმა კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის   ად­ვო­კატ­ის  მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილის   განცხადებით  თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი არა თა­ვის მო­საკ­ლა­ვად, არა­მედ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ე­მარ­თე­ბო­და.

მი­სი­ვე თქმით, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­ეჭ­ვო ფაქ­ტო­რე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ­ლე­ბიც აქამ­დე გა­მო­ძი­ე­ბა­საც არ ჰქონ­და შემ­ჩნე­უ­ლი.

„ხვალ სრულ­დე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მე­ლიც სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ მო­ი­თხო­ვა. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბულ იქნა ძა­ლი­ან დიდი მა­სა­ლა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­დან, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, რომ თა­მუ­ნა არა­თუ თა­ვის მო­საკ­ლა­ვად, არა­მედ სა­დღაც შეხ­ვედ­რა­ზე მი­დი­ო­და, იმი­ტომ, რომ რა­საც ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ასე.

გარ­და ამი­სა გე­ტყვით, რომ სა­ეჭ­ვო ფაქ­ტო­რე­ბიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ეს ნი­უ­ან­სე­ბი აქამ­დე გა­მო­ძი­ე­ბასც არ ჰქონ­და შემ­ჩნე­უ­ლი. 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძა­ლი­ან ზე­რე­ლედ, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ყვე­ლაფ­რის კონ­კრე­ტუ­ლად შეს­წავ­ლა 9 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ასე­ვე ვნა­ხეთ ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი პა­სუ­ხე­ბი და თა­ვი­დან და­ი­კი­თხა თა­მა­რის დედა, იმი­ტომ, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი ახ­სენ­დე­ბა მას, მი­მაჩ­ნია, რომ გა­მო­ძი­ე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია”,-გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები