“თავისუფლება იქნება მუდამ ტვ ,,პირველის,, მთავარი ღირებულება” -ინგა გრიგოლიამ დირექტორის თანამდებობა დატოვა 

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “პირველის” გენერალური დირექტორობიდან გადადგა. ამის შესახებ  მან საზოგადოებას ფეიბუქის პირადი გვერდიდან შეატყობინა:

“საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. სტატუსზე, რომელსაც დავწერ,არასდროს აღარ გავაკეთებ დამატებით კომენტარს. დავწერ და შევეცდები აქვე ავხსნა და აქვე დავასრულო ამ თემაზე საუბარი..
რაც ტვ,,პირველის ,,დირექტორი ვარ, არასოდეს, არც ერთ რეპორტაჟში, არც ერთ გადაცემაში არ ჩავრეულვარ და სულ ვიამაყებ იმით,რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ჩემი ტელევიზია მაძლევს, ესაა თავისუფლება და ზუსტად ვიცი, რომ ეს თავისუფლება იქნება მუდამ ტვ ,,პირველის,, მთავარი ღირებულება.
ბევრი წელი გამიჯნული მქონდა ჩემი საქმიანი და ოჯახური ან სამეგობროს ინტერესები და წარმატებით გამომდიოდა…ასეც ვაპირებ გაგრძელებას.
ბოლო პერიოდში,ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო,რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში..
ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს,რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ. არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი,მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი,რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი ,რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა(გავაგრძელებ იგივეს)…
რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს,ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს,რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.
ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი.
რომ როდესმე,ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა .
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია.
აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები ,,რეაქციის,,წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი.
მადლობა მთელს ტელევიზიას,ტვ ,,პირველის,,მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე.
მეტად აღარ გავშლი ამ თემას. მანერვიულებს,ძალიან მანერვიულებს..
მოკლედ, კუდები არ მოაბათ,სრულიად გულწრფელი ვარ, როცა ამ სტატუსს ვწერ. ვატოს ველაპარაკე და ისე ვწერ ამ გადაწყვეტილებას.
ორშაბათიდან ასმაგი ენერგიით ვიმუშავებ,აქამდე რომ არ მიმუშავია ,ისე.
ვგიჟდები ტვ ,,პირველზე,,ვაფრენ და უამრავი სიახლე გვაქვს ჩაფიქრებული,რომელსაც ერთად გავაკეთებთ..
ვატო, დიდი მადლობა ნდობისთვის, მიყვარხარ.შენ ჩემი ცხოვრების გამორჩეული მეგობარი ხარ. სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები და ზუსტად ვიცი, რომ ტვ ,,პირველის ,,იქით ,ჩემთვის არჩევანი ,უბრალოდ, არ არსებობს.
მადლობა თავისუფლებისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ზუსტად გაიგე, რას ვამბობ ამ სტატუსით.
არ გამიბრაზდე!
მოკლედ, რამდენი ვწერე…რთული იყო დაწერა და იმიტომ..მეც ადამიანი ვარ და არის ადამიანური ემოციები, რომელიც რთულად მართვადია.
მეგობრებო,შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს,,რეაქციაში,,მერე ხუთშაბათს, მერე ისევ შაბათს ,მერე ისევ სამშაბათს, ხუთშაბათს,შაბათს და ასე შემდეგ))))))))))) და სიბერემდე ვიქნები სულ ჩემს საყვარელ ტვ ,,პირველზე,, ჟურნალისტად, პროდუსერად თუ სხვა პოზიციაზე,ამას არ აქვს მნიშვნელობა.
ბევრად უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს გადაცემებს, რომელსაც ბევრი რამ დავაკელი, მენეჯერად გადასვლის გამო.
ვატოს გარდა, დედამიწაზე არავისთვის შემითანხმებია ეს გადაწყვეტილება, ჩემი შვილიც ამ სტატუსიდან გაიგებს.
ვთვლი, რომ პატიოსნად ვიქცევი.
საქმეც და ოჯახიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ხოდა ,დირექტორობის გარეშე გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, ისე, როგორც მთელი ცხოვრება ვცხოვრობდი))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ცოტა ხალისიანად რომ დავასრულო ეს სტატუსი-,,ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია,,
კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ,ტყუილად არ დამირეკოთ ,ყველაფერი დავწერე,რაც სათქმელი იყო.
ტელევიზიის მთელს გუნდს ორშაბათს შევხვდები და უფრო დეტალურად ავუხსნი ჩემი გადაწყვეტილების მიზეზს.
მისამართი იგივეა. თბილისი,ზოვრეთის 1. ტვ ,,პირველი,,,რომელიც ზუსტად ისე მიყვარს, როგორც ჩემი ოჯახი!))))))). P.s-დირექტორი იქნება თავად ვატო.”-წერს გრიგოლია

კომენტარები

სხვა სიახლეები