ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მან სიმსივნე დაამარცხა.
„თავიდანვე ვთქვი და დედაც ვუტირე ამ დაავადებას! ახლა იმაზე ჯანმრთელი ვარ, ვიდრე – ოდესმე ვყოფილვარ. წინააღმდეგობა მაძლიერებს. შესაბამისად, მაგრად ვარ და ბრძოლის წინა ხაზზეც ვდგავარ.
დილაობით გავდივარ და ძაღლებს ვაპურებ, მერე მივდივარ სახლში და იქედან ვაკონტროლებ თავშესაფრის მუშაობას. ტრანსპორტი აღარ არის და, თავშესაფრის თანამშრომლებმა ფეხით რომ არ იარონ, დამატებითი ტრანსპორტი გამოვყავი, ჩემი მანქანები ემსახურებათ. თავშესაფარში 12 კაცი მყავს დასაქმებული.
ყველა ბიზნესი დამიხურეს და არც ვიცი, იმ ხალხს რა ეშველება, რომლებიც ჩემთან მუშაობდნენ ან რამდენ ხანს ეყოფა ჩემი დანაზოგი ცხოველთა თავშესაფარს… მარტო თავშესაფარი ხომ არ მაქვს, 11 შვილი მყავს, ოჯახი მყავს, დედმამიშვილები, მშობლები და სხვა ადამიანები, რომლებსაც ვეხმარებოდი“, – ამბობს ელიზბარაშვილი.