13 წლის ჯოშიას ლაუნშინი ველური ბუნების ამსახველი ფოტოკონკურსის გამარჯვებულია, რომელიც კანადაში გაიმართა.
როგორც ირკვევა ფოტოგრაფი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს, ჯოშიას მამა იოანეც ველური ბუნებას მოყვარულია.
მოზარდის თქმით, მას მოსწონს ველური ბუნება და ველური ცხოველებიც უყვარს, ფოტოების გადაღების პროცესში კი ის ბუნებით ტყვევდება.
“მე მომწონს ადრენალინი, სისწრაფე და სირთულე, ველურ ბუნებას რომ ვიღებ, ეს ყველაფერი საჭიროა. მე ველური ბუნების ტყვე ვარ”, – ამბობს 13 წლის ფოტოგრაფი.