ზღვის ზღარბი და სხვა 10 ძალიან უცნაური და გემრიელი იაპონური კერძი

მთელი მსოფლიო ერთხმად თანხმდება, რომ იაპონია განსაკუთრებულად საინტერესო კულტურის მქონე ქვეყანაა.დიდ ინტერესს იწვევს ისიც, რომ ყველასათვის კარგად ნაცნობი, “ამომავალი მზის ქვეყნის” ტრადიციულ სამზარეულოში საკმაოდ უცნაური კერძები იყრის თავს.თუ მზად ხართ, რომ უმი ცხენის ხორცი ან ცოცხალი მოლუსკები დაუფიქრებლად მიირთვათ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.

1. მთის გახეხილი კარტოფილი

იაპონური გახეხილი კარტოფილი ძალიან ფაფუკი და ნაზი საჭმელია. როგორც წესი, მას ატრიასთან ერთად, უმად მიირთმევენ ხოლმე.

2. ტორიგაი

ტორიგაი სუშის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც მოლუსკის უმი, ცხარე და სასიამოვნო სუნის მქონე ხორცითა და ბრინჯით მზადდება. ამ კერძის მომზადებისას კი მზარეულის მთავარი გამოწვევა მოლუსკის კარგად გასუფთავებაა.

3. ზღვის ზღარბი

ზღვის ზღარბი საკმაოდ პოპულარული და ძვირადღირებული საკვებია. იაპონიაში მას სენდვიჩის, სუშისა და ატრიას მოსამზადებლად იყენებენ.

4. ჰაბუშუ​

ჰაბუშუს სამშობლო იაპონიის ერთ-ერთი კუნძული ოკინავაა. ჰაბუშუში მთლიანი გველია მოთავსებული, ამიტომ ქვეწარმავლის შხამის დახმარებით ის საკმაოდ ძლიერმოქმედი სასმელია. სანერვიულო არაფერია, რადგან ალკოჰოლი შხამს სრულიად უვნებელს ხდის და, როგორც ამბობენ, სასმელი საკმაოდ გემრიელია.

5. ოთხკუთხედი საზამთრო 

ოთხკუთხედი საზამთრო არაფრით განსხვავდება იმ საზამთროსგან, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. ასეთი უჩვეულო ფორმა კი იმიტომ აქვს, რომ მას ორთხკუთხედი ფორმის ყუთში ზრდიან.

6. უმიდუბო – ზღვის ყურძენი 

უმიდუბო, იგივე ზღვის ყურძენი პირველად ვიეტნამში აღმოაჩინეს. მას პატარა მწვანე ბურთულები აქვს, რომელიც ძალიან ჰგავს ყურძნის მარცვლებს და საკმაოდ გემრიელი, მლაშე გემო დაჰკრავს.

7. ცოცხალი კალმარი

გაგიკვირდებათ და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ, როდესაც ჭამის პროცესში მათი საკვები ჯერ კიდევ ცოცხალია. სწორედ ასე მიირთმევენ ცოცხალ კალმარს, რომელსაც მაგიდასთან მიტანამდე მხოლოდ ცხელ წყალს ავლებენ.

8. მოცეკვავე თევზი

როგორც უკვე გითხარით, ადამიანების ნაწილს ძალიან სიამოვნებს პირდაპირი გაგებით ცოცხალი საკვების ჭამა. სანამ შეექცევით, ეს პატარა და თითქმის გამჭვირვალე თევზები კი არა მხოლოდ ცოცხლები, არამედ ძალიან აქტიურებიც არიან და შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ცეკვავენ და დახტიან კიდეც.

9. რვაფეხას ბურთულები

MISAWA AIR BASE, Japan – Takoyaki made by a local vendor was displayed along the street during the American Day festival June 26 in Misawa City. Patrons had the opportunity to try traditional Japanese and American food throughout the day. (U.S. Air Force photo/Staff Sgt. Marie Brown/Released)

რვაფეხას ბურთულები იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია, განსაკუთრებით კი ქალაქ ოსაკაში. კერძი პატარა რვაფეხას ხორცით, ცომით, სოუსითა და კარაქით მზადდება.

10. ბასაში, ანუ ცხენის უმი ხორცი
თუ უმი ხორცის ჭამა შეგიძლიათ, ბასაში სწორედ თქვენთვის არის. სხვადასხვა გემრიელ, იაპონურ სოუსთან ერთად, ყინულივით ცივი ცხენის ხორცი საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება.

კომენტარები

სხვა სიახლეები