ბოდრუმის სანაპიროზე დაღუპული 3 წლის სირიელი ბავშვი მიგრანტთა კრიზისის სიმბოლოა. ამის შესახებ ირლანდიული გამოცემა Independent.ie. წერს. ზღვაში დამხრჩვალი პატარა ბიჭის შოკისმომგვრელმა ფოტოებმა მსოფლიო შეძრა. ტრაგიკულმა ფოტოებმა სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ინტერნეტი და სოციალური ქსელები დაიპყრო.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები კვლავაც მუშაობენ, თუ როგორ მიაღწიონ შეთანხმებას მიგრანტთა კრიზისზე და როგორ გადაანაწილონ თანაბრად მიგრანტთა რაოდენობა ქვეყნებში.სირიის სამოქალაქო ომის შედეგად ქურთი ლტოლვილებით დატვირთული ორი გემი, რომელიც თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმიდან საბერძნეთის კუნძულ კოსისკენ მიემართებოდა, ზღვაში გადაბრუნდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა უმრავლესობის ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამაშველო სამსახურებმა ბოდრუმის სანაპიროსთან 12 ადამიანის გვამი იპოვეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების, სამი წლის აილინ ქურდისა და მისი 5 წლის ძმის -გალიპის ცხედრები. ზღვაში დაიხრჩო მათივე დედა რიჰანი, ხოლო მამა, სახელად აბდულა „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სიკვდილს გადაურჩა.
სხვა სიახლეები