ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ქორწილი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, თითქმის ყველა გოგონა ბავშვობიდან იწყებს მშვენიერ უფლისწულსა და საქორწილო აქსესუარებზე ოცნებას, თუმცა ზოგჯერ ულამაზეს სასიყვარულო ისტორიას და საქორწილო ცერემონიალს არცთუ ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრება მოჰყვება ხოლმე, თუმცა ის ერთი, განსაკუთრებული დღე ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესად რჩება.
ქართულ-ამერიკული ქორწილი
ერთ-ერთი ბოლო, რომელიც ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, მოდელისა და ტელწამყვანის, ნუკი კოშკელიშვილის ამერიკული ქორწილი იყო. ა.წ. სექტემბერში, ნიუ იორკში, ერთ პატარა, ლამაზ პარკში, ქართულ-ამერიკული ქორწილი გაიმართა, პატარძალი 25 წლის ნუკი კოშკელიშვილი გახლდათ, ნეფე – ამერიკელი რადიოლოგი, 35 წლის ბენ ჰაიმი. როგორც ნუკის დედა მედიასთან ყვებოდა, ქორწილი ვიწრო წრეში ჩატარდა, საპატარძლომ კაბა თბილისში იყიდა, რომელიც ბენს ქორწილამდე არ უნახავს. “საქორწილო ცერემონიალისას ნუკი რომ დაინახა, ტირილი დაიწყო. ბენს ნუკი ძალიან უყვარს.” – უთხრა ერთ-ერთ ჟურნალს ნუკის დედამ.
სკანდალური ქორწინება
სკანდალური გამოდგა მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ყოფილი წყალბურთელისა და მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის ირაკლი კუტალაძის ქორწინება, თუმცა საქორწილო სამზადისი და თავად ქორწილი, რომელიც 2012 წელს, “შერატონში” გაიმართა, უალამაზესი იყო. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, თუმცა მათი თანაცხოვრება ხანმოკლე გამოდგა და ცოლ-ქმარი რამდენიმე თვეში დაშორდა ერთმანეთს.
ზღაპრული ქორწილი, მაგრამ ხანმოკლე ოჯახური ცხოვრება
მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ქორწინება, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც ტელეპროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” დაიწყო და ქორწილი ნამდვილად ზღაპრულს ჰგავდა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. პატარძლის კაბა ცნობილი მომღერლისბიონსეს კაბის ანალოგი იყო, სალომე ჭოჭუა ქორწილში პირდაპირ ბრწყინავდა, თუმცა წყვილი ერთად ორიოდ თვეს იყო.
ძვირადაღირებული
საქართველოში ერთ – ერთ ძირადღირებულ ქორწილად მიიჩნევა მუსიკოს დავით ევგენიძის ქალიშვილის, ლიკას და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის ნიკა ალასანიას ქორწილი, რომელიც 2011 წელს გაიმართა. წყვილმა ჯვარი თბილისში, მამა დავითის ეკლესიაში დაიწერა და გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა.
გრანდიოზული
ბოლო დროის ყველაზე გრანდიოზული ქორწული ხობის მაჟორიტარი დეპუტატის,გოდერძი ბუკიას დიზაინერმა ქალიშვილმა ლაკო ბუკიამ და მისმა რჩეულმა რეზიკო მანჯგალაძემ გადაიხადეს. წყვილმა მდიდრული ცერემონიალი ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” გამართა.
გრანდიოზულ ქორწილს ცნობილი ადამიანები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. ქორწილში თამარ გვერდწითელი,დათო ხუჯაძე, ოპერისა და ესტრადის მომღერლები მღეროდნენ და სუხიშვილების მოცეკვავეები ცეკვავდნენ.
ყველაზე წარმომადგელობით ქორწილები საქართველოს ფარგლებს გარეთ
ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილმა მომღერალმა ქეთი მელუამ და მსოფლიოს ჩემპიონმა, მოტომრბოლელმა ჯეიმს ტოსელენდმა ქორწილი 2012 წლის 1-ლ სექტემბერს, ლონდონის დასავლეთით, ბრიტანეთის სამეფო ბაღში – კიუში გადაიხადეს. საქორწინო ცერემონიალს 200 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ და განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით სარგებლობდნენ: ნიდერლანდების პრინციპიტერ-ქრისტიან მიხელი, მუსიკალური პროდიუსერი უილიამ ორბიტი, კომპოზიტორი მაიკ ბატი და სხვები. პატარძალს თეთრი, ლამაზი, კლერ პეტიბოუნის მიერ შექმნილი, ძვირფასი გიპიურით გაფორმებული საქორწილო კაბა ეცვა და გაშლილ თმაში სადა, მინდვრის ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ეკეთა.
ქეთა თოფურიასა და ლევ გეხმანის მოსკოვურ საქორწინო ცერემონიას კი, რომელიც ქართველი მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა, 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა და მთელი რუსული ელიტა იყო მოწვეული. ქეთას ქორწილში პარიზში შეძენილი კაბა ეცვა. ცერემონიას ალა პუგაჩოვასადა იგორ კრუტოიდან დაწყებული, სხვა ცნობილი და ახალგაზრდა შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქორწინო ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა, პირველი ნაწილი ალექსეი ჩუმაკოვმა წაიყვანა, ხოლო მეორე – მაქსიმ გალკინმა.
წყარო: “კვირის პალიტრა”