ზურა ყიფშიძე: “ნერვები მეშლება გიორგიზე… სხვა ქალისგან ბავშვს ელოდება, ცოლად შეირთო უკვე”

“ნიკუშა მაგარი ბიჭი მყავს.­ რაღაცაში ხომ უნდა გამიმართლოს…”
გავცივდი და სუსტად ვარო, მითხრა მსახიობმა ზურა ყიფშიძემ,­ მოგვიანებით ისევ დავუკავშირდი და ინტერვიუზე უარი აღარ უთქვამს.
– გიჟურად, ნერვიულად, დაძაბულად ჩაიარა გასულმა წელმა, ბევრი ახლობელი გავაცილე, ერეკლე ბადურაშვილი წავიდა, ბოლოს ზაზა ურუშაძე, კინოკავშირის თავ­მჯდომარე. ქართველები რომ არ დავეტაკოთ ერთმანეთს, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ, სხვანაირად არ შეგვიძლია. ეტყობა, ამაზე ინერვიულა და… ახლა გვარებს არ დავასახელებ, ჰოდა, აღარაა­ ზაზა, ტკბილი ადამიანი,
დიდი ბავშვი…

– ნაყოფიერი შემოქმედებითი წელი გქონდათ?­
– ორ რუსულ სერიალზე­ ვამ­თავრებ­ მუშაობას. ერთს “რუსსკი რაბ” ჰქვია. ბო­რის­­ გოდუნოვის ხანაა, მე ასირიელ მღვ­დელს ვთამაშობ. ჩემთან ერთად თამაშობენ კორკოტა, გიორგი გურგულია, მალხაზ აბულაძე, ირაკლი აფაქიძე… მეორე სერიალს მაზალო სახელი ჰქვია – “მირ, დრუჟბა, ჟვაჩკა”. 90-იანი წლების რუსეთში­ ქართველ მაფიოზს ვასახიერებ. პარალელურად, “მოსფილმში” ნიურნბერგის პროცესზე იწყებენ ფილმის გადაღებას, იოსებ ორბელის როლზე დამამტკიცეს. ის ქუთაისელი, თბილისსა და პეტერბურგში მოღვაწე სომეხი იყო, რომელიც 1932-დან 1951 წლამდე ერმიტაჟის დირექტორი გახლდათ და ორჯერ გადაარჩინა დარბევას…
– რუსულ პროექტებში მონაწილეობთ…
– ხელოვნებას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან. 5 წელია სანქტ-პეტერბურგში ტარდება ქართული კინოს დღეები, რომელიც წელს შეჩერდა. არის ფესტივალი “ზოლოტოი ვიტიაზიც”, სადაც ქართული კინოს პროპაგანდას ეწევიან. იქ ყველა ტირის, როგორ მოგვენატრეთო. სულ თავს იმართლებენ, ეს იგრძნობა მათი ქცევით, ლაპარაკით.
– საქართველოში რა პროექტებში ხართ?
– მეოთხე წელია ტელეპროექტში “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” ვარ. თეატრში კრიზისი გვაქვს. ორი წელია ახალი ხელმ­ძღვანელი გვყავს და მხოლოდ “დედა კურ­აჟი” დადგა. ზურა გეწაძემ დაიწყო ახალ სპექტაკლზე მუშაობა, არ ვიცი, როგორი გამოვა. ძველ სპექტაკლებს ვთამაშობ მარჯანიშვილში. მეფე ლირი კარგად მიდის, ბილეთები ისევ არ იშოვება.

– შეუძლოდ ყოფნისას თქვენს ძაღლებზე ვინ ზრუნავს?
– ჩემი შვილიშვილი ნიკუშა. თავის­ თავსაც უვლის, კალათბურთზეც დადის…

ორივენი კალათბურთის გულშემატკივრები ვართ. ამას წინათ, ცუდი სიზმარი ვნახეო და, ბებიამისს რაღაც საშინელებას მოუყვა. საწყენ ამბავს გაიგებო, ასეთი ახსნა მოუძებნა ამ სიზმარს ჩემმა მეუღლემ და რამდენიმე წუთში მართლაც კობი ბრაიანტის ამბავი გავიგეთ ტელევიზიით. ძალიან მეწყინა. იმანაც ძალიან დამწყვიტა­ გული, ქართველი ბორჯღალოსანი რომ დაიღუპა საფრანგეთში ავარიაში. ნიკუშა მაგარი ბიჭი მყავს.­ რაღაცაში ხომ უნდა გამიმართლოს, აი, ნიკუშამ გამიმართლა.

– თქვენგან ქება პირველად გავიგე და გამიკვირდა, გიორგიზე სულ ბრაზობდით.
– რატომ, კაცო, რაღაცაში ვერ ვემთხვევით, ჩემი და ჩემი მშობლების შეხედუ­ლებებიც არ ემთხვეოდა. როცა ხედავ, 18 წ­ლის ბიჭი ამდენს აკეთებს, პასუ­ხისმგ­ებლიანია, სტუდენტი გახდა, სასიამოვნოა.
– პატარა ბიჭი, გიორგის ალექსანდრეს ვგულისხმობ, როგორ იქცევა, კიდევ გაოცებთ?
– საოცარი ტიპია, ჭკვიანი, მოსიყვარულე, გაიზარდა, გაიწელა, იშვიათად ვხედავ. ახლა ნერვები მეშლება გიორგიზე…

– რატომ?
– ახლა ალექსანდრე დედამისთან არის. გიორგი სხვა ქალისგან ბავშვს ელოდება, ცოლად შეირთო უკვე.

– 24 წლის მსახიობიაო, წავიკითხე.
– არ არის მსახიობი. ენი ჰქვია, დღე-დ­ღეზე ბავშვს ელოდებიან, ბიჭს. ენის, მგონი,­ ლონდონში ჰყავს ოჯახი, ქართველია. რამდენიმეჯერ შევხვდით. მათი გადაწყვეტილება ჩემი საქმე არ არის, ამიტომ ჩუმად ვარ. მე ასე არ შემიძლია – მანქანებს, ცოლებს, ძაღლებს უცბად ვერ ვიცვლი.

განაგრძეთ კითხვა:https://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები