“ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ” პირადობის ახალი მოწმობა აიღო

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სახელში “გირჩი” დაიმატა, პირადობის ახალი მოწმობა აიღო და ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ იქნებოდა გირჩის კანდიდატი. როგორც მას ცესკოში უთხრეს, პარტიამ კანდიდატი რომ დააყენოს წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებული.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის და “გირჩისთვის” პრინციპულია, რომ ბიულეტენში “გირჩი” ეწეროს.
სწორედ ამიტომ, ზურაბ ჯაფარიძემ იუსტიციის სამინისტროს მიმართა, 8 ოქტომბერს კი, პროცედურა დასრულდა და იგი “ზურაბ გირჩი ჯაფარიძე” გახდა.
დღეს კი, “ზურაბ გირჩმა” პირადობის ახალი მოწმობა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები