ზუგდიდელი მომღერალი თამუნა ლილუაშვილი ,,the voice”- ს მეორე ტურშია

თამუნა ლილუაშვილი, რომელიც, საქართველოს “პირველი არხის” ეთერში პროექტ ,,the voice”-ში მონაწილეობს, სალომე კორკოტაშვილის გუნდის წევრი გახდა.

თამუნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ,, Worlds championship” -ის მსოფლიო ჩემპიონატის ,,გრანპრის” მფლობელია. საქართველოს სხვადასხვა სატელევიზიო მეგაშოუების წარმატებული მონაწილე და ახლა უკვე ,,the voice” – ის გამორჩეული კონკურსანტია.

,,ეს არის ჩემთვის ახალი გამოწვევა, შანსი, რომ საზოგადოებას შევახსენო თავი, ვიდგე სცენაზე და ვაკეთო ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

წინ რინგია, რომელიც ძალინ დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება ჩემთვის, ვემზადები რომ რინგზეც დავდო მაქსიმუმი და აქ არ გავჩერდე. ახლა მთავარია მაქსიმუმი დავდო სცენაზე” – განუცხადა ,,კვირას” თამუნა ლილუაშვილმა

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე ყველაზე მაღალრეიტინგული მეგა შოუ ,,The voice” დაიწყო და ეთერში შესარჩევი ტურების მეორე ეპიზოდი დღეს დასრულდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები