ზოოპარკში ოთხ ლომს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცხოველებს ტესტირება პირველი სიმპტომების – ხველისა და ცემინების გამოვლენისთანავე ჩაუტარეს.
კოვიდ-19 ასევე დაუდასტურდა ზოოპარკის ორ თანამშრომელს.
სპეციალისტები იკვლევენ, როგორ დაინფიცირდნენ ცხოველები.
არსებული ვერსიით, ლომების დაინფიცირება ზოოპარკის უსიმპტომო თანამშრომლებთან კონტაქტს უკავშირდება.
ეს არის მსოფლიოში მეორე შემთხვევა, როცა დიდი ცხოველები კოვიდ-19-ით დაავადდნენ. პირველი შემთხვევა აშშ-ში აპრილში გამოვლინდა, როცა კორონავირუსი ოთხ ვეფხვსა და სამ ლომს დაუდასტურდა.
სპეციალისტების შეფასებით, ცხოველებიდან ადამიანებზე ვირუსის გადადების ალბათობა თითქმის არ არსებობს, რადგან ზოოპარკის დამთვალიერებლები ცხოველებთან ახლოს არ მიდიან.
წყარო: პირველი არხი