ზოდიაქოს 5 ყველაზე რთული ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონი

თითოეული ზოდიაქოს ნიშანი მისთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევა, სწორედ ეს მახასიათებლებია ხშირად მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მქონე მდედრობითი სქესი ურთიერთობისას სირთულით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ ამ განსაკუთრებულ ქალბატონებს თავისებური გაგება სჭირდებათ. წარმოგიდგენთ 12 ნიშანს შორის ყველაზე რთული ხასიათის 5 წარმომადგენელს:

მე-5 ადგილი: თხის რქა

პირდაპირები ყოველთვის თავის აზრზე დგანან, მაშინაც კი, თუ ხვდებიან, რომ არასწორები არიან. ეშმაკობის გამოყენებას ნუ ეცდებით, დაიწყეთ მოულოდნელი დათანხმება და თხის რქა სასწრაფოდ შეიცვლის პოზიციას თქვენს მიმართ, რადგანაც სურს, რომ ეთანხმებოდნენ. ეს უცნაური ნიშანი ოპონენტის გამარჯვებას ვერ იტანს, თუმცა მას მოსწონს პროცესი და არა შედეგი. თხის რქას სურს აკეთოს მხოლოდ ის, რაც სურს, თუმცა ამ სურვილების სიზუსტეში თავადაც ვერ გარკვეულა. თხის რქა ვერ იტანს მოწყენილობას, ყოველთვის ცდილობს ცხოვრებას აზრი მისცეს და ამაში თუ ვერ დაეხმარებით, აუცილებლად მიგატოვებთ. ან თავად დაემშვიდობებით, რადგანაც ნერვები გიღალატებთ. თხის რქა გარშემომყოფებს დიდი სიფრთხილით ირჩევს.

მე-4 ადგილი: მერწყული

მერწყული ადამიანებთან ადვილად პოულობს საერთო ენას და შეუძლია სხვისი აზრის მოსმენა, თუმცა მხოლოდ საკუთარი პოზიცია ანაღვლებს. ყოველთვის ისე მოქმედებენ, როგორც საჭიროდ თვლიან. ადვილად დაადანაშაულებენ სხვას, რადგანაც დამნაშავედ თავს არასდროს გრძნობენ. მერწყულს დიქტატურის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა აქვს. შესაძლებელია გაბრაზდეს და ყველაფერი ფინიშამდე ერთი ნაბიჯით ადრე მიატოვოს.

მე-3 ადგილი: ტყუპები

ეს ნიშანი ნაწილებად იყოფა და სხვადასხვა მხარეს იხლიჩება. ტყუპებს ორგანულად არ შეუძლიათ ერთ ადგილას ჯდომა, თუ სხვებს უთავბოლოდ არ დაელაპარაკებიან, ხმაურს არ გამოიწვევენ, არ იყვირებენ და ემოციებს არ შეიკავებენ. ტყუპებს ადვილად ვუწოდებთ “ერთი ადამიანისგან შემდგარ ბრბოს”. ტყუპებს ყველაფრის მიღება სწრაფად სურთ, ყოველგვარი სირთულეების გარეშე. ისინი ჭირვეულები და ეგოისტები არიან და ერთი უჩვეულო თვისებით გამოირჩევიან: უცებ შეუძლიათ დაივიწყონ ის, რასაც 5 წუთის წინ ყველაზე მნიშვნელოვან რამედ მიიჩნევდნენ.

მე-2 ადგილი: ვერძი

ვერძთან ურთიერთობა კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, სადაც ხან მოწოდების სიმაღლეზე ხართ, უეცრად სასიკვდილოდ დაჭრილი წევხართ. ვერძებს კამათი უყვართ და დისკუსიებში მარცხს ვერ იტანენ. ადვილად დაანგრევენ აშენებულს და მოსალოდნელ შედეგებზე არც კი დაფიქრდებიან. თუ ცხოვრების დაკავშირებას ამ ნიშანთან აპირებთ, ბუდისტი გახდით, რათა ვერძის მღელვარება არ შეგეხოთ. თუმცა, სიმშვიდის წუთები, რომელსაც ვერძთან გაატარებთ, ყოფილ ვნებათაღელვად ნამდვილად ღირს.

პირველი ადგილი: მორიელი

ყველასათვის ნაცნობია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს კავშირი დემონებთან აქვთ დამყარებული. მკაცრები და შურისმაძიებლები ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ. ასევე, უპირობო ლიდერები არიან, მობილიზებას ახდენენ მხოლოდ იმაზე, რაც მათთვისაა მნიშვნელოვანი. თუ გააბრაზებთ, შეიძლება მაშინვე არ გამოხატონ, მაგრამ თვეების თუ წლის შემდეგ პასუხს აუცილებლად გაგცემენ.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები