ზოდიაქოს ყველაზე მეგობრული წყვილები

ნათქვამია, რომ ცოლ-ქმარს შორის პირველ რიგში კარგი მეგობრობა უნდა არსებობდეს ოჯახის სიმყარის შესანარჩუნებლადო. იმიტომ რომ, ვნება ან სიყვარული მალე ხუნდება. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ისეთი წყვილები, რომელთა ურთიერთობაშიც საკვანძო ფაქტორი ზუსტად რომ მეგობრობის მომენტია. ამიტომ ასეთი წყვილი დიდხანს და სტაბილურად ახერხებს თანაარსებობას.

ვერძი-ვერძი ორი ვერძის ურთიერთობა საკმაოდ ხმაურიანი, მაგრამ დინამიკური და რაც მთავარია, ხანგრძლივვადიანი იქნება. ისინი კონფლიქტების მერე მალევე რიგდებიან. გაჭირვებისას მხარში უდგანან ერთმანეთს და როგორც წესი, ახალ-ახალ გმირობებზე აქეზებენ ურთიერთს.

მერწყულიმშვილოდსანი თავისუფლებისმოყვარულ მშვილდოსანს, ზუსტად რომ მერწყულის მსგავსი მეორე ნახევარი სჭირდება ყველაზე მეტად. ამ წყვილში უმთავრესი ფასეულობაა არ შეეხონ ერთმანეთის ინდივიდუალიზმს და თავისუფლებას, რაც სამომავლოდ მათი როგორც წყვილის ურთიერთობას ერთობ პერსპექტიულად აქცევს ხოლმე.

თხის რქა-ქალწული პრაქტიკულები, წინდახედულები, მუყაითები, გაწონასწორებულები. აი, ასეთია ამ ორის საერთო დახასიათება. თხის რქისთვის ქალწული საიმედო დასაყრდენი, თანამოაზრე, მეგობარი და სულით ახლობელი ადამიანია. ქალწული კი თავის მხრივ პატივს სცემს თხის რქის მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტეს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები