მართალია ახალ 2016 წლამდე ჯერ კიდევ სოლიდური პერიოდი გვაშორებს (შეგახსენებთ, რომ ასტროლოგიური ახალი წელი არა იანვრის პირველ რიცხვებში, არამედ თებერვლის დასაწყისში დგება), მაგრამ ადამიანების უმეტესობას აინტერესებს უმთავრესთაგან უმთავრესი საკითხი – როგორი იქნება მათი ფინანსური მდგომარეობა მომავალ წელს. 2016 წელი წითელი მაიმუნის წელიწადი გახლავთ, შესაბამისად მაიმუნის თვისებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ წელს მხოლოდ იმ ადამიანებს გაუმართლებთ ვისაც ასე ვთქვათ „მაიმუნობა“ არ ეზარება და ნებისმიერ სარისკო სიტუაციაში სწრაფად ლავირების უნარი აქვს გამომუშავებული. დიახ, მაიმუნი რისკიანებს სწყალობს ამიტომ ნუ მოეკიდებით ცხოვრებას ზედმეტი სერიოზულობით და ფინანსური საკითხების მიმართაც მეტი კრეატიულობა უნდა გამოავლინოთ.
ასტროლოგები უკვე აკეთებენ პროგნოზს იმისა, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ დამდეგ 2016 წლის მანძილზე მატერიალური კუთხით და რომელი ნიშნები იქნებიან ე.წ „აუტსაიდერთა“ რიცხვში, შესაბამისად ამ უკანასკნელთ მოეთხოვებათ ცხოვრებისადმი და მატერიალურ სფეროსადმი საკუთარ დამოკიდებულებას აუცილებლად გადახედონ საიმისოდ, რომ მაიმუნმა მათზეც მაქსიმალურად მოიღოს წყალობა..
მაშ ასე, 2016 წელი ფინანსურ წინასვლას და სტაბილურობას შემდეგ ნიშნებს ჰპირდება:
ქალწული – ბედნიერების და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი ზუსტად ამ ნიშანს გადის, შესაბამისად ქალწულებს რომელთაც განვლილი 2014 არცთუ მაინც და მაინც დალხინებული ჰქონდათ, საშუალება მიეცემათ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღონ. ასე რომ ძვირფასო ქალწულებო დატკბით ცხოვრებით და საკუთარი შრომის შედეგით!
სასწორი – წლის პირველი ნახევარი შესაძლოა რთული იყოს სასწორებისთვის, იმიტომ რომ შავი მთვარე მათ ზოდიაქოს ნიშანშია „გამაგრებული“. თუმცა წლის მეორე ნახევრიდან, უფრო ზუსტად კი ზაფხულის პერიოდიდან სასწორებისთვისაც „გამოიდარებს“ და დადგება მნიშვნელოვანი ფინანსური და პიროვნული ზრდის კარგი პერიოდი.
თხის რქა – 2016 წელი ბევრი თხის რქის ცხოვრებაში მოიტანს მატერიალური ისე პროფესიული ზრდის პერსპექტივებს. მთავარია თხის რქებმა ჩვეული სერიოზულობით და სიჯიუტით არ განარისხონ მაიმუნი, რომელიც მათგან მეტ სიმსუბუქეს, აზარტულობას და რისკის სიყვარულს ითხოვს.
შედარებით რთული იქნება იგი :
მშვილდოსნებისთვის – იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს მოცემულ პერიოდში თითქმის ორი წლის მანძილზე კიდევ, მკაცრი და მომთხოვნი სატურნი უდგას „კვალში“. სატურნი კი მშვილდოსნებისგან მეტ მოწესრიგებულობას, მატერიალური თუ ცხოვრებისეული საკითხებისადმი სერიოზულ მიდგომას და პასუხისმგებლობის გრძობის გამოვლენას ითხოვს, რაც მშვილდოსანთა დიდი ნაწილისთვის არ არის დამახასიათებელი. შესაბამისად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მოუწევთ სატურნის კანონებს დაემორჩილონ თუკი სურთ რომ უახლოესი წლების მანძილზე ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიონ და ეს ნიშა არც სამომავლოდ დაკარგონ.
ტყუპებისთვის – იმიტომ რომ პლანეტა იუპიტერი, რომელიც ქალწულის ნიშანშია ამ ეტაპზე პოზიციონირებული, წლის პირველ ნახევარში ნეგატიურ ასპექტს შექმნის ტყუპის ზოდიაქოსთან. თუმცა ტყუპები ჩვეული მოხერხებულობის და მოქნილობის წყალობით, მაინც მოახერხებენ აამონ მაიმუნს, რომლის სახასიათო თვისებებიც დიდწილად წააგავს ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს. ამიტომ წლის მეორე ნახევრიდან, ყველა ის პრობლემა რომლიც ტყუპებს 2016 წლის დასაწყისში შეექმნებათ აუცილებლად ჩაბარდება წარსულს.
მორიელის ზოდიაქოს ბევრ წარმომადგენელს მათთვის დამახასიათებელი გადამეტებული სიფრთხილის და ეჭვიანობის გამო, შესაძლოა წლის პირველ ნახევარში აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი პრობლემები შეხვდეს დასახული მიზნების განხორციელების კუთხით. თუმცა თუკი მორიელი გაიხსენებს იმას, რაოდენ უყვარს მას რისკი და როგორი ოსტატობით შეუძლია საინტერესო კომბინაციების გათამაშება ფინანსურ სფეროში მაიმუნი მის წამოწყებას ნამდვილად წაახალისებს. ამიტომ მორიელებს ასტროლოგები ურჩევენ, მეტი კრეატიულობა და სიმსუბუქე გამოავლინონ ყველა საკითხში რომელიც ფინანსებს ეხება.
წყარო:http://www.astrologi.ge