სილამაზის ქალღმერთი ვენერა გახლდათ და ასტროლოგიაშიც ეს საკითხი პლანეტა ვენერას აბარია, თუმცა სილამაზე ძალიან სუბიექტურია და ადამიანების გემოვნებაზე დამოკიდებული. ყველა ნიშანს თავისებური ეშხი და მიმზიდველობა აქვს. ყველა თავისებურად ლამაზია. გარეგნული მახასიათებლები მეტწილად პირად რუკაში პლანეტების განლაგებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ კომბინაციაში მზეც გარკვეულ როლს თამაშობს და ჩვენც ზოდიაქოს ნიშნებზე ვისაუბროთ:
ვერძ ქალს ველური სილამაზე აქვს, ტემპერამენტიანია და მისი მთავარი ღირსებაც ის ნაპერწკლებია თვალებიდან რომ ისვრის. იგი არასოდეს ნაბავს თვალებს და არ სჭირდება ქალური სინაზე მამაკაცების გულის მოსანადირებლად, პირდაპირი და დაჟინებული, ცეცხლოვანი მზერით აგიჟებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.
კურო ქალი ტრადიციული გაგებით ლამაზია. კუროებს ხომ ვენერა მართავთ. იგი ძალიან სენსუალურია, სექსუალური და დახვეწილი. მთავარი ღირსება ყელი და მხრები აქვთ და კიდევ თვალები, საიდანაც საოცარი სიმშვიდის მუხტი მოდის. როგორც წესი, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები აქვთ.
ტყუპი ქალი უკანასკნელ პერიოდში ძალიან შემოდის მოდაში. მისი სილამზე თან ბავშვურია და ამავე დროს რაღაცნაირად მიამიტურად სექსუალური. ყოველთვის ახალგაზრდულად და თანამედროვედ გამოიყურება. მოდას გრძნობს და თავის გრძელ ფეხსაც აყოლებს. ამიტომაც ცნობილ მოდელებს შორის ძალიან ბევრი სწორედ ტყუპებია.
კირჩხიბი ქალი – ჭეშმარიტად ქალური სილამაზის მქონე ქალია, სილამაზის კლასიკური გაგებით, მას ხომ მთვარე მართავს – უკიდურესად ფემინინური პლანეტა. ქალური ფორმები აქვთ, ლამაზი მკერდი (თუნდაც დიდი მკერდი არ ჰქონდეთ) და ძალიან ღრმა, წყლიანი თვალები.
ლომი ქალები გლამურულები არიან. არისტოკრატული გარეგნობა აქვთ, კატისებრი სიარული და მოძრაობები. მათი მთავარი ღირსება გრაციოზულობაა, რომლითაც ასე გემოვნებით ,,იჭერენ” შინაგან ცეცხლს და ტემპერამენტს.
ქალწული ქალი იმ ტიპის კაცებს მოსწონთ ინტელექტუალი ქალები რომ იზიდავენ. მისი მთავარი იარაღი ჭკუაა, ზუსტად იცის საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლის ყველა საიდუმლო, თუმცა არც გარეგნულად არ ჩამორჩება სხვა ნიშნებს. ლამაზია, რაღაცნაირად თავშეკავებული და ამავდროულად მაცდური. ინტელექტუალურად სექსუალური, თუ შეიძლება ასე ითქვას – ვნებების ქარცეცხლის გარეშე ახერხებს მადა აღუძრას მამაკაცებს.
სასწორი ქალი ნამდვილი თოჯინაა, ბარბი. მასაც ვენერა მართავს, სილამაზის პლანეტა, მაგრამ კუროსგან განსხვავებით უფრო ჰაეროვანია. იგი ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე ლამაზ ნიშნად ითვლება. ბიჭებიც კი გოგოსავით ლამაზები არიანო ამ ნიშნით, ხშირად გაიგებთ. ყველაფერი პირად რუკაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც, თუნდაც მთელი კოსმოსი აირიოს, სასწორში მაინც იქნება რაღაც შარმი, სინაზე, ქალურობა, რომლითაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გულებს დაიპრყობს.
მორიელის სილამაზე ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ მისტიკური სილამაზე იქნებოდა. სულ რომ ულამაზო ნაკვთები ჰქონდეს, ისეთი ძლიერი ენერგეტიკა აქვს, იმხელა შინაგანი შარმი, სტერეოტიპულად ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე სექსუალურის იმიჯს ინარჩუნებს. მას საინტერესო გარეგნობა აქვს, ღრმა, რომ ვერ მიხვდები რითი მოგაჯადოვა. საბედისწერო ქალია.
მშვილდოსანი ქალი ნამდვილი ვულკანია. მოქმედი ვულკანი თანაც. თუკი სხვა ნიშნების გავლენა არ ,,აგრილებს”, იმხელა ტემპერამენტი აქვთ, ისე თამამები და ღიები არიან, ცოტა ვულგარულებიც კი ჩანან. იუპიტერის წყალობით ძირითადად ლამაზი, მრგვალ მრგვალი ფორმები აქვთ, კარგი აღნაგობა და თვალებში ცეცხლი.
თხის რქის სილამაზე ცივია და რაღაცნაირად სერიოზული. ამ ნიშნის ქალბატონები საკუთარ სექსუალობას მკვეთრად ხაზს იშვიათად უსვამენ, თუმცა ყინულის კედლებში უზარმაზარი თვითკონტროლის და ნებისყოფის გამოცდით დამწყვდეული ვნებები მაინც გამოსჭვივის.
მერწყულის სილამაზე ექსკლუზიური სილამაზეა და ცოტა პარადოსული. იგი შეიძლება ეშხიანიც იყოს, ცივიც, ბავშვურიც, თოჯინურიც, ინტელექტუალურიც… და ყველაფერი ერთად. მთავარი ის არის, რომ უნიკალური იქნება, რაღაცნაირად არაორდინარული. თვალებიდან ერთდროულად სითბოს და სიცივეს ასხივებს. ყურადღებას ორიგინალურობით იქცევს.
თევზის სილამაზე ინტრიგას მოიცავს, იგი რაღაცნაირად ბურუსითაა მოცული, ღრმაა და შინაარსიანი. ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენლები ძალიან მაცდურები, რბილები, ნაზები და ქალურები არიან. საოცარი შარმი აქვთ და რაღაცნაირი სევდა.
წყარო: http://mental.ge