ზოდიაქოს ნიშნის ქალების ოთხი უცნაური თვისება

ქალები ახირებული და უცნაური არსებები არიან. ყოველ შემთხვევაში ასე სჯერათ მამაკაცებს. ეს სტატიაც ამ მოსაზრების დადასტურებაა. ჩვენ დავაკვირდით რა უცნაურობები ახასიათებთ გოგონებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და თქვენც გიზიარებთ ჩვენი დაკვირვების შედეგებს.

ვერძი – არ შეუძლია დიდხანს გაჩერდეს დახურულ შენობაში, გიჟდება თმის სამაგრებზე, საჭესთან ხშირად აჭარბებს სიჩქარეს, ხმამაღლა საუბრობს და იცინის.

კურო – ჩვევა აქვს კარი სასწრაფოდ ჩაკეტოს ავტომობილში ჩაჯდომისას და სახლში მისული. ყოველთვის აქვს რამდენიმე ჩანთა და საფულე, სადაც შავი დღისთვის ფულს ინახავს. საათში ერთხელ ისხამს სუნამოს. გიჟდება ყვავილების მოვლა-გახარებაზე.

ტყუპი – ახასიათებს საუბრისას მკვეთრი ჟესტიკულაცია. ტელეფონი მისი განუყრელი ნივთია. შენობაში ყოფნისას ყოველთვის აღებენ ფანჯარას ან კარს. უყვართ ხეტიალი.

კირჩხიბი – ყველა თავისი ბავშვობის სათამაშო შენახული აქვს. ტუშის გარეშე არასოდეს გადიან სახლიდან. ყოველთვის ევაჭრებიან გამყიდველს პროდუქტების შეძენისას. არასოდეს ყრიან ძველ ნივთებს.

ლომი – საუბრისას თმას აწვალებენ. მხოლოდ ოქროს სამკაულის ტარება უყვართ. მუდმივად დააქვთ თან სარკე. მიჯაჭვულობა გააჩნიათ ბრენდების მიმართ.

ქალწული – ხშირად იბანს ხელებს. არ გამოდიან სახლიდან სუნამოს გარეშე. აქვთ ჩვევა იკვნიტონ ტუჩები. როცა მოწყენილი არიან თითებით “პიანინოს უკრავენ” მაგიდაზე.

სასწორი – გარეთ გასული ყოველთვის ყიდულობს რაიმეს, თუნდაც პატარა სუვენირს. მუდამ თან დააქვს კოსმეტიკა. პრეტენზიულად არჩევს სუნამოს. ჯდომისას აქვთ ფეხის ქანაობის ჩვევა.

მორიელი – ყველაზე უცნაური ჩვევები აქვთ სექსში. ბრენდომანები არიან. გიჟდებიან აბრეშუმის თეთრეულზე. მოსწონთ მკვეთრი ფერის პომადა.

მშვილდოსანი – ვერ იტანენ საქმიან სტილს. არ მოსწონთ დახურული სივრცე და შენობები ფანჯრის გარეშე. აზარტულები არიან და თამაშობენ ხოლმე ლატარეას. მოსწონთ სპორტის ექსტრემალური სახეობა.

თხის რქა – ყოველთვის ატარებენ მაჯის საათს. რთულად იცვლიან სუნამოს. იციან სამოსის აჩემება. მუდამ თან დააქვთ ბლოკნოტი და პასტა.

მერწყული – ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად უყვართ ბრილიანტები. ყოველთვის ატარებენ ბრენდულ სათვალეს. ვერ იტანენ სიბნელეს. გიჟდებიან კომპიუტერულ თამაშებსა და გეჯეტებზე.

თევზები – მანიაკალური სიამოვნებით და სიხშირით ყიდულობენ ფეხსაცმელს. ყოველთვის ზიან ფეხი-ფეხზე გადადებულები. არ გამოდიან სახლიდან უმანიკიუროდ. ჩაი/ყავა მათთვის ცხოვრებისეული აუცილებლობაა.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები