ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “ყოფილებს” არასოდეს უბრუნდებიან

კურო – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან ემოციურები არიან. მათი სიყვარული ძალიან ღრმა გრძნობას ეფუძნება. კუროები ძალიან დიდხანს ცდილობენ პარტნიორის შერჩევას და როდესაც იპოვიან, ღრმად არიან მასში დარწმუნებულნი.

ლომი – მისთვის სიყვარული ცხოვრების აზრია. ლომს თუ არ უყვარს, ლომი არ არის. მას ნებისმიერი მსხვერპლის გაღება შეუძლია სიყვარულისთვის და ძალიან ცუდი დღე ელის იმას, ვინც ლომის მიერ გაღებულ მსხვერპლს ვერ დაინახავს.

თხის რქა – გაწონასწორებული, დინჯი და ზომიერი თხის რქა სიყვარულში ნამდვილად ავლენს თავის ნამდვილ თვისებებს. როგორც წესი, მას არ ახასიათებს რომანტიული სიგიჟეები და ათასი “სისულელე”, თუმცა თუ თხის რქას უყვარს, მისი სიყვარული გულწრფელია და ნამდვილ გრძნობას ეფუძნება.

ლომის და კუროს მსგავსად, მასაც სძულს დაუფასებლობა. თხის რქაც საბოლოოდ სვამს წერტილს და უკიდეგანო უფსკრულს ავლებს მასსა და უკვე ყოფილ პარტნიორს შორის.

წყარო: genius.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები