ვერძი
ფეთქებადი ხასიათის აქვს, მოულოდნელად და ელვისებურად შეუძლია აფეთქდეს და შეიძლება ადამიანიც კი მოკლას. ისწავლეთ ემოციების მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნებები არ აგცდებათ.
კურო
…დაუკმაყოფილებლობა სექსშიც, ჭამაშიც, ყურადღებაშიც. კურო ყველაფერს იღონებს, რათა თავისას მიაღწიოს. მისი კიდევ ერთი ცოდვა – ნარცისიზმია. კუროსთვის აუცილებელია, გარშემო მყოფები აღმერთებდნენ მას.
ტყუპი
მატყუარაა. შეიძლება განზრახ არ მოგატყუოთ, მაგრამ ამბავს, რომელსაც გიყვებათ, აუცილებლად შეალამაზებს.
კირჩხიბი
გაღმერთება, გაიდეალება სჩვევია. ცდილობს, თავის იდეალს ყველა სურვილი შეუსრულოს, ყველაფერი გაუკეთოს და ვერ ხვდება, რომ ამით შეიძლება საქმე გააფუჭოს.
ლომი
ყველაზე ეგოისტური ნიშანია. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. სურს, სურვილები ჩაფიქრებისთანავე უსრულდებოდეს. ქედმაღალი და ნარცისია.
ქალწული
შური! თუ ვიღაც მასზე რამით მეტია, ქალწული ყველა ღონეს იხმარს, რომ მასაც ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შურით გასკდება.
სასწორი
საკუთარი თავით ტკბობა. გარეგნულ სილამაზესაც აქცევს ყურადღებას და შინაგანსაც. იცის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ვერ მიაღწევს.
მორიელი
სექსუალური სურვილები. სურს, ყველას მეგობარი იყოს. წინააღმდეგობას თუ გადააწყდება, პირად ტრაგედიად აღიქვამს.
მშვილდოსანი
ღალატი – მისი მთავარი ცოდვაა. ფლირტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მთელი გულითაც რომ უყვარდეს, უჭირს, იყოს ერთგული.
თხის რქა
სიხარბე, გაუმაძღრობა. ამის გამო ის ცდილობს, საუკეთესო იყოს. ფულს აგროვებს და საკუთარ სიამოვნებაზეც კი არ ხარჯავს.
მერწყული
სწამს თავისი უნიკალურობის. ვურჩევთ, ციდან დაეშვას და გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანი მშვენიერია.
თევზები
ცაში ფრენის დიდოსტატია. გარშემო მყოფებს ჰგონიათ, რომ თევზები თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ. მათ სიზარმაცეშიც სდებენ ბრალს. თუმცა, მათ ეს არ ადარდებთ და სწამთ, რომ სიამოვნებისთვის უნდა იცხოვრონ.
წყარო:http://dainteresdit.ge