ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ზუსტი დახასიათება

წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნების ზუსტ დახასიათებას, რომელთაგან თითოეული უნიკალურია.
ვერძი – როგორი ხასიათის თვისებები აქვთ ვერძებს? იმის გარდა, რომ მათ დაუოკებელი ენერგია აქვთ და არიან მიზანსწრაფულები, ზოგჯერ არიან უხეშები, აგრესიულები და ბავშვივით მეამიტები. თუმცა მათი სიუხეშე არავის ვნებს, უბრალოდ არიან პირდაპირები – ეს კი ზოგს არ ესმის.

კურო – რა იმალება კუროს ნიშნის ქვეშ? შრომისმოყვარეობა და კაცთმოყვარეობა. კურო დიდად განსხვავდება სხვა ნიშნებისგან. სიმბოლურ დონეზე ის ასოცირდება განვითარებასთან და სიმტკიცესთან.

ასევე კურო ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და კეთილი ზოდიაქოს ნიშანია.

ტყუპები – ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მთელი ცხოვრება უწევთ შეუთავსონ ერთმანეთს შეუთავსებელი თვისებები: მატერიალური კეთილდღეობა- სულიერებასთან, ვნება და გატაცება- სტაბილურობასთან, გააზრებული ქმედება- მოულოდნელ საქციელთან. სწორედ ეს მუდმივი ბრძოლაა დამახასიათებელი ამ ნიშნისთვის. მიაღწევს თუ არა ტიპური ტყუპი ბალანსს საკუთარ თავში, ამაზეა მისი ბედნიერება დამოკიდებული.

კირჩხიბი – კირჩხიბი წარმოადგენს ერთიანობის სიმბოლოს. სწორედ იმ პერიოდში, როცა მზე იმყოფება მის თანავარსკვლავედში იბადება სიცოცხლე, რაც უკავშირდება გაზაფხულის დადგომას. არ არის გასაკვირი, რომ კირჩხიბმა შეძლო, საკუთარ თავში შეეთავსებინა ერთიანობა, თავდაცვის უნარი და სიმტკიცე.

ლომი – ლომის შესაძლებლობები ზენიტშია, როცა მზე განსაკუთრებით მხურვალეა სწორედ აქედან მოდის მათი განსაკუთრებული ენერგეტიკა, სიცოცხლისმოყვარულობა და სიძლიერე.

ქალწული – ქალწული მეტად რთული ზოდიაქოს ნიშანია, ამიტომ მათ , მრავალფეროვანი დახასიათება აქვთ, სადაც იგულისხმება მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

სასწორი – სასწორი სხვა ნიშნებვისგან გამოირჩევა კონფლიქტების მოგვარების უნარით. თუმცა, ზოგჯერ მისი ასეთი ჩვევა მასვე ცუდად უბრუნდება.

მორიელი – როცა დედამიწაზე მორიელის ფაზა დგება, იქმნება სიმშვიდე და ჰარმონია. სწორედ ამ დროს მეფობენ გრძნობები, ემოციები და ვნებები. ქალწული და მორიელი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მორიელს არ აქვს დამცველობითი უნარი, არ არის საკმარისად ფრთხილი. ის მუდამ ბოლომდე ემონება გრძნობებსა და სურვილებს.

მშვილდოსანი – მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმატების და იღბლის მომტანი პლანეტა იუპიტერი მფარველობს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, უსაზღვრო ოპტიმიზმითა და პოზიტიური ხასიათის თვისებებით არიან დაჯილდოვებულნლი. საზოგადოებაში, მშვილდოსნის ცნობა ძალზე მარტივია მისი საქციელის და მანერების მიხედვით.

თხის რქა – თხის რქა ყველაზე მიზანდასახული, ენერგიული და საიმედო ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებულებმა ზუსტად იციან თავისი მიზანი ცხოვრებაში.

მერწყული – მერწყული მიზანდასახული და შემოქმედებითი ადამიანია. მისი ფაზის დადგომისას თითქოს ევოლუცია იწყება. მერწყულმა თავისი სიმბოლო უჩვეულო ნიშანში-წყალში იპოვა.

თევზები – თევზები ყველაზე უცნაური და იდუმალი ნიშანია. ის მუდამ მზადაა თავგანწირვისთვის. ის ძალიან რომანტიკული და სენტიმენტალური ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებულები შედარებით რბილი ხასიათის და ზედმეტად ემოციურები არიან. მათ აქვთ უნარი, შეაღწიონ სხვის გონებასა და გულში.

კომენტარები

სხვა სიახლეები