როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჩვენი ხასიათი ვარსკვლავებზეა დამოკიდებული. მოდით, ვნახოთ, ვის რა ნაკლი აქვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
ვერძი ცხოვრობს ისე, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ და თითქმის არასოდეს ფიქრობს შედეგებზე. ის ძალიან იმპულსური და თავდაჯერებულია. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები უმალ თვალებს ამოგთხრიან, ვიდრე საკუთარი ილუზიების დამსხვრევის საშუალებას მოგცემენ. ვერძები, ასევე, მოუთმენელი ხასიათით გამოირჩევიან და ყველაფრის სწრაფად გაკეთება უყვართ. ისინი ეგოისტები არიან და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენენ.
კურო
კუროები სიზარმაცით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ, მთელი დღე საწოლში გაატარონ. თუ შეეცდებით, წამოაყენოთ, აგრესიულპასუხს მიიღებთ.
კუროები მიიჩნევენ, რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირონი არიან. ასევე, ძალიან ჯიუტები არიან და, რაც უნდა მოხდეს, არასოდეს აღიარებენ იმას, რაც არ უნდათ. სიძუნწე და ეგოიზმი კუროს დამახასიათებელი თვისებებია.
ტყუპებს უნდა ერიდოთ. მათში ძალიან რთული ხასიათი იმალება. ყველაზე ცუდი თვისება კი საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული და ბევრი ლაპარაკია. ისინი, უბრალოდ, გიჟდებიან ლაპარაკზე და თუ ეცდებით, შეაწყვეტინოთ, კარგი არაფერი მოხდება. ტყუპები ხშირად რამდენიმე საქმეს ერთდროულად ეკიდებიან, მაგრამ არასოდეს მიჰყავთ ბოლომდე, ამიტომ ხშირად წუწუნებენ და გაღიზიანებულები არიან.
კირჩხიბი
ემოციურ კირჩხიბებს ხშირად ნახავთ ატირებულებს ( ზოგჯერ ბედნიერებისგანაც). მათ ძალიან სწრაფად ეცვლებათ ხასიათი და შესაძლოა, ღრმა დეპრესიაშიც ჩავარდნენ. თუ თქვენ მათ ცხოვრებაში გამოჩნდებით, ის ეცდება, არ გაგიშვათ. კირჩხიბებს ყველაფერი სწყინთ, მაგრამ პირდაპირ ამაზე არასოდეს საუბრობენ.
ლომი
ყველა ზოდიაქოს ნიშანი მეორე პლანზე გადადის, როდესაც ლაპარაკი ლომის ეგოიზმს ეხება. მათ საკუთარი თავი უმაღლეს მწვერვალზე აჰყავთ და მათი იქედან ჩამოყვანა არავის შეუძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ცხოველების მეფეა, რომელიც ყველგან ისაკუთრებს ტერიტორიას. თუ მასთან მშვიდ ურთიერთობას შეინარჩუნებთ, შეიძლება, ლომის სიყვარული დაიმსახუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ომი გარდაუვალი იქნება.
ქალწული
ქალწული ნამდვილად არ არის იდეალური ვარიანტი თანაცხოვრებისთვის. ის ყველას ყოველთვის აკრიტიკებს. შეიძლება, სიკვდილის პირას მყოფი ადამიანიც რამეში დაადანაშაულოს. ქალწული არასოდეს წავა კომპრომისზე. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები უხეშები და მოუთმენლები არიან, რასაც პესიმიზმი ემატება. ისინი ყველაფერში ცუდს ეძებენ, ამიტომ ყველასა და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ.
სასწორი
სასწორი შეიძლება, მისთვის სრულიად უმნიშვნელო ადამიანს გაეკიდოს და დაივიწყოს ყველაზე ძვირფასი. ისინი კაჭკაჭებივით ისწრაფვიან ყველაფრისკენ, რაც ბრწყინავს. იმისთვის, რომ სასწორმა საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მზადაა, ყველაფერზე წავიდეს. მათ თავში ყოველთვის ქარი უბერავს, რთულია მათი ნდობა. სასწორებმა საერთოდ არ იციან, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება და, ამასთან, საშინლად ზარმაცები არიან. ქმარი დაბერდება მანამ, სანამ სასწორი-ცოლი აარჩევს კაბას, რომელიც წვეულებაზე უნდა ჩაიცვას.
მორიელი
ინტრიგების მეფე და საშიში მანიპულატორი. მორიელები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ძალითა და გავლენით შეიძლება წარამტებას მიაღწიონ. ისინი არავის ენდობიან, ამიტომ ძალიან ჩაკეტილები არიან. მათ შეუძლიათ, იყვნენ წარმოუდგნელად საყვარლები იმისთვის, რომ კეთილგანწყობას მიაღწიონ, მაგრამ თვალის დახამხამებასაც ვერ შეძლებთ, რომ თქვენ უკვე ჩაფლული იქნებით მის ინტრიგებში. მორიელები შინაგანად ძალიან რბილები არიან, მათი წყენინება ადვილია, ამის გამო მორიელები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში. მათ ხშირად შურთ სხვების და ცდილობენ, მიზანს ნებისმიერი გზით მიაღწიონ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს რომ ტაქტი ესწავლათ, კარგი იქნებოდა, რადგან ისინი ყოველთვის პირში აფურთხებენ სხვებს. მშვილდოსნები ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ სხვებზე და პასუხისმგებლობის გრძნობაც არ გააჩნიათ. თუ მათ დაეხმარებით, მადლიერებას არ ელოდოთ, იმიტომ, რომ მათი აზრით ეს დაიმსახურეს. მაშინაც კი, თუ მთელი დღე სავარძელზე გორაობასა და ტელევიზორის ყურებაში გაატარეს. ის, რაც მშვილდოსნებს არასოდეს ეზარებათ – მოგზაურობაა.
თხის რქა
პესიმიზმში თხირ რქას ბადალი არ ჰყავს. წუწუნით ისინი არა მხოლოდ ახლობლებს თრგუნავენ, არამედ – საკუთარ თავსაც. თუ მათ ცხოვრებაში რამეს შეცვლას ეცდებით, თხის რქა გაჯიუტდება და მაქსიმალურად ეცდება, თავის სასოწარკვეთას ჩაებღაუჭოს. ისინი მორცხვები არიან, თუმცა ეს ხელს არ უშლით სიამაყესა და ამპარტავნობაში.
მერწყული
ნიშანი, რომელიც ხშირად გაგაღიზიანებთ თავისი პოზიტივით. მერწყულები ისე ცხოვრობენ, თითქოს შადრევნიდან ცისარტყელა გადმოდიოდეს. მათთვის შუალედი არ არსებობს: – ან ყველაფერი, ან არაფერი. იდელის ძებნაში ისინი ხშირად შორდებიან ახლობლებს. რა ხდება მერწყულის თავში, ეს მხოლოდ მათ იციან. საკუთარ თავს ისინი ექსპერტებად მიიჩნევენ, ამიტომ ვერ დაარწმუნებთ მათ რჩევებით. პირიქით, თვითონ გასწავლიან ჭკუას, რადგან ამაზე გიჟდებიან.
თევზები
შეიძლება, თევზებს შორის ზვიგენებიც არსებობენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი ზარმაცი კობრები არიან, რომლებიც დინებას მიჰყვებიან. ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ და იმდენად იკეტებიან საკუთარ თავში, რომ შეიძლება, მომაკვდავ მეგობარს ისე გადააბიჯონ, ვერც შენიშნონ. თევზები ზარმაცები არიან, მაგრამ ხშირად ძალიან ემოციურები ხდებიან. მათ ზოგჯერ ისეთი სურვილები აქვთ, რომლებსაც ოქროს თევზიც კი ვერ აასრულებს.