ტელეწამყვან ხატია სიჭინავას ვაჟი შეეძინა, რომელსაც მიქაელ-გიორგი დაარქვეს. აღნიშნულზე სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს:
“ყველას დიდი მადლობა ჩემგან და მიქაელისგან 💙 მიყვარხართ ამდენი დადებითი ემოციისთვის და მინდა, გისურვოთ ბევრი ბედნიერი წუთები 🥰 ნანატრ პრინცთან მამიკოს არ უშვებენ, კარანტინის გამო და ეს ისეთი სასაცილოა 🙈 ონლაინკონტაქტი შვილთან სამშობიაროში 😂😂 მიქაელი, როცა ვლაპარაკობ, დიდი ინტერესით მიყურებს 🤔 მგონი, ხმაზე მცნობს 🤗 ძალიან თეთრია და, ნუ, რა თქმა უნდა, ყვავი და ბახალას პოზიციიდან – უსიმპათიურესი 😂❤️ ზოგჯერ “გოგოთი” მივმართავ, რადგან ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ბიჭის დედობას 😂😂😂 ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ ❤️ #მიქაელი #myson #mikael აქვე უღრმესი მადლობა ბატონ ამირანს, ბატონ ზურასა და “ჯანმრთელობის სახლის” მთელს მედპერსონალს 🙌🏽 ათი წელი ჩემი ატანისათვის 😂😂 და უბედნიერესი წუთების ჩუქებისათვის”.