“ზოგს მამაო ახასიათებს, ზოგს – სკოლის დირექტორი” – რას ამბობს ჯიბღაშვილის ადვოკატი

პიროვნული მახასიათებლის ცნობას, რომელიც ლევან ჯიბღაშვილმა სასამარლოში წარადგინა, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “კვირა+” ჯიბღაშვილის ადვოკატს, ანა კოტეტიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მედია გააკრიტიკა და თქვა, რომ ამბავი არასწორად გაშუქდა.

“პიროვნული მახასიათებლების ცნობა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ერთადერთი არ ყოფილა, რაც სასამართლოში წარვადგინეთ, თუმცა ეს ამბავი მედიამ გამოიყენა და არასწორი კუთხით გააშუქა”, – თქვა ანა კოტეტიშვილმა.

კოტეტიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჯიბღაშვილის საქმის გარდა უამრავ პროცესშია ჩართული და მას არ ახსოვს, თუ რომელმა მამაომ გასცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პიროვნული დახიათების ცნობა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რეკომენდაცია და სხვა დოკუმენტაცია წარადგინა. მათ შორის არის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობაც.

კომენტარები

სხვა სიახლეები