„ზოგიერთმა დაასკვნა, რომ მე მსახიობი არ ვარ, რადგან ჩემი ძუძუები არ გამოვფინე“ – რატომ დასჭირდა ლინა ჰიდის დუბლიორი
ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშის“ თაყვანისმცემლებმა იციან, რომ მეხუთე სეზონის ყველაზე გახმაურებული მომენტი დედოფალ სერსეის „სირცხვილის შიშველი გავლაა“. თუმცა მსახიობს ლინა ჰიდის ამ სცენაში თავად არ უთამაშია. მისი დუბლიორი რებეკა ვან კლივი იყო.
აღსანიშნავია, რომ Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში ჰიდიმ განაცხადა: „ზოგიერთმა დაასკვნა, რომ მე მსახიობი არ ვარ, რადგან ჩემი ძუძუები არ გამოვფინე“.
უცხოური პრესის ინფორმაციით, დუბლიორის საჭიროების მიზეზი არც ჰიდის მოკრძალება იყო და არც ის, რომ მსახიობი გაშიშვლების წინააღმდეგია. რეალური მიზეზი მსახიობმა საკმაოდ ლოგიკურად ახსნა, – მან იცოდა, რომ ამ სცენის გადაღება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს აუცილებლად იმოქმედებდა ჰიდის შრომისუნარიანობაზე.
„მე გადამიღია შიშველს. ამის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ძალიან ემოციური მსახიობი ვარ და მერე ეს ემოციები მმართავს. ბევრი რამ ემოციურად, მართლაც, მოქმედებს ჩემზე და 3 დღის განმავლობაში შიშველ მდგომარეობაში ყოფნამ და ამაზე ფიქრმა მე, შესაძლოა, გაბრაზებული გამხადოს. არ მინდა გაბრაზებული ვიყო. არა მგონია, დედოფალი სერსეი გაბრაზებული იყო და მე ისეთი უნდა ვყოფილიყავი ემოციურად, როგორც ჩემი გმირი“, – ამბობს ჰიდი.
მისი თქმით, საკუთარ თავთან ბრძოლა და შიშველ მდგომარეობაში ყოფნა მის დუბლიორს, რებეკას მოუხდა, და ეს მისთვისაც რთული აღმოჩნდა.