“ზოგიერთმა ადამიანმა ჩემი დუმილით ისარგებლა”-ანჯელინა ჯოლი ბრეტ პიტან განქორწინების მიზეზს ასახელებს
ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან დაშორების მიზეზი დაასახელა. განქორწინების მიზეზებზე ჯოლიმ ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჯოლის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან შვილების კეთილდღეობისთვის მიიღო და ის სწორი აღმოჩნდა.
„ზოგიერთმა ადამიანმა ჩემი დუმილით ისარგებლა და ჩემმა შვილებმა საკუთარი თავის შესახებ მედიაში ტყუილი წაიკითხეს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩემმა შვილებმა სიმართლე იციან და დამოუკიდებლად აზროვნებაც შეუძლიათ. ისინი ძალიან მამაცები და ძლიერები არიან“, – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.