ზემფირა სასცენო კარიერას ასრულებს

პოპულარული როკმომღერალი ზემფირა სასცენო კარიერას ასრულებს. თავის გადაწყვეტილებაზე მომღერალმა მსმენელს მიმდინარე ტურნეს – „პატარა ადამიანის“ მსვლელობის დროს ნიჟნი – ნოვგოროდში განუცხადა.
ზემფირას გულგატეხილი ფანებისთვის გადაწყვეტილების მიზეზი არ აუხსნია. მომღერლის ბოლო ტურნეს ფარგლებში მსმენელს საშუალება აქვს, ზემფირას ხვალ მშობლიურ ქალაქში უფეში მოუსმინოს. მარტში კი დაგეგმილია კონცერტები ვორონეჟში, კრასნოდარში, სოჭში, კალინინგრადსა და პეტერბურგში.
ტურნეს საზეიმო დახურვა 1 აპრილს მოსკოვში შედგება. ზემფირას ფანებმა გადაწყვიტეს, ზემფირას პატივსაცემად ფლეშმობი მოაწყონ, თუმცა დაგეგმლი ღონისძიების დეტალებს არ ახმაურებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათ სურთ, მომღერალს დაანახვონ, როგორ უყვარს ის მსმენელს.

კომენტარები

სხვა სიახლეები