ზალიკო ბერგერი ცნობილი დიზაინერის Tessa Koop-ის მოწვევით ამსტერდამში იმყოფებოდა

ცნობილი დიზაინერი ზალიკო ბერგერი ამსტერდამში ჰოლანდიელი დიზაინერის Tessa Koop-ის ჩვენებას დაესწრო. როგორც ზალიკო ამბობს, ისინი ახლო მეგობრები არიან და მომავალში საერთო პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ. ამსტერდამში ბერგერი მომღერალ ნინა წკრიალაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ჰოლანდიაში ვიზიტის დროს, მათ როტერდამის ულამაზესი ქალაქიც მოინახულეს. რაც შეეხება ნათლისღების დღესასწაულს, ზალიკომ ის ამსტერდამში, საუკეთესო მეგობრების, დიმიტრი კორთხონჯიასა და ლიკა ლომჯარიას ოჯახში გაატარა. მან თავისი ნათლული ელისაბედი მოინახულა.

როგორც “კვირამ” დაადგინა, სამომავლოდ ბერგერს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სურს. თვის ბოლოს, ის ჰოლანდიაში საკუთარი კოლექციის წარსადგენად მიემგზავრება, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. ბერგერი პირობას დებს, რომ ჩვენების ახალ დეტალებს ის პირველად “კვირას” გაუმხელს.

კომენტარები

სხვა სიახლეები