ზაზა შენგელია: დღეს ვერა ბრეჟნევა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოხალისედ მუშაობს

“ბრავო რეკორდსის” დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში მომღერალ, ვერა ბრეჟნევასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და რუსი მომღერლის შესახებ წერს:

“რუსეთში მცხოვრები უკრაინელი (წარმოშობით ხარკოვიდანაა) მომღერალი ვერა ბრეჟნევა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ომის დაწყებისთანავე პროტესტის ნიშნად ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი. დღეს ის პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოხალისედ მუშაობს და უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
სხვათაშორის, ვერა ბრეჟნევას მეუღლე ქართველი ჰყავს და სიგიჟემდე უყვარს საქართველო, თბილისი და ქართველი ხალხი. 2014 წელს, როცა ბოლოს იყო ჩამოსული თბილისში (ეს სურათიც მაშინ არის გადაღებული), ძველ თბილისში მარტო გასეირნება გადაწყვიტა და მთელი დღე დაიკარგა, გახსოვს ნინო Nino Diasamidze ? და როცა სასტუმროში დაბრუნდა, მაპატიეთ რომ დამაგვიანდა და განერვიულეთ, მაგრამ თბილისში ხეტიალით ვერ გავძეხიო.
ძალიან გულიანი და საყვარელი გოგოა.”-წერს ზაზა შენგელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები