ზაზა შენგელია: “ბრავო რექორდსში” სინგლი ჩაწერა უნიჭიერესი თინეიჯერი მეგობრებისგან შემდგარმა ბენდმა “Autöcut” – დიდი მომავალი ექნებათ ქართულ და საერთაშორისო მუსიკალურ სცენებზე

ბრავო რექორდსის დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მუსიკოსების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მათ დიდი მომავალი აქვთ.

“გუშინ “ბრავო რექორდსში” სინგლი ჩაწერა უნიჭიერესი თინეიჯერი მეგობრებისგან შემდგარმა ბენდმა “Autöcut”(მათი საშუალო ასაკი 13-14 წელია), რომელიც მუსიკას Thrash Metal-ის სტილში ქმნის. მიუხედავად შედარებით მცირე ასაკისა, ბენდის წევრები არიან უაღრესად მკაფიო და საინტერესო მუსიკალური ხედვის მქონე, ყველასგან განსხვავებული და ექსპრესიული ახალგაზრდები, რომელთაც ვფიქრობ, თავიანთ ჟანრში, დიდი მომავალი ექნებათ ქართულ და საერთაშორისო მუსიკალურ სცენებზე.
გირჩევთ, კარგად დაიმახსოვროთ – ბენდი “Autöcut” და მისი წევრები:
Luka Afakidze – რითმ გიტარა
Nikusha Gurushidze – ბას გიტარა
Nika Jincho – სოლო გიტარა
Giorgi Pitskhelauri – დასარტყამები “,- წერს შენგელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები