ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

„მე დღეს ის ბიჭები მეცოდებიან. ბოლო სასამართლოზე დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი – პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო. რატომ? – დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი?! განა მე ის ბავშვები არ მეცოდებიან ან მშობლები?! ბოლო სასამართლოზე ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულ ყველა, გამოუშვან კალანდიაც, არ მიუსაჯონ. მკვლელები აღარ არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი, სიმართლე ითქვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები