ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს სტიპენდია დაენიშნათ.
ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა , გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“კარგი ამბავი: ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს – მარიამ გახელაძეს (მესამე კლასი) და ანანო გახელაძეს (მეექვსე კლასი) – ქვემო ჭალის სკოლის მოსწავლეებს – დღეიდან დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ”- წერს გიორგი კეკელიძე.