ზაზა გაბედავა აფხაზეთში სრულიად სომეხთა სასულიერო ლიდერის მიმართვას ეხმაურება

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა, აფხაზეთში სრულიად სომეხთა სასულიერო ლიდერის, ტერ-სეტრაკის (აზნავურიანის) განცხადებას ეხმაურება. გაბედავამ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“სრულიად სომეხთა სასულიერო ლიდერის, ტერ-სეტრაკს გვარიც უწყობს ხელს, იცით რას გეტყვით ვითომ სასულიერო პირო! რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ სომეხმა დაშნაკებმა აფხეზებთან არავითარი ნათესაური კავშირი არ გაქვთ, გარდა იმისა რომ შავ ზღვაზე გასასვლელს ეძებთ, აფხაზები ჩვენი ძმები არიან თქვენ კი სეტრაკ სასომხეთისაკეთ ჰერი-ჰერი”,- წერს FACEBOOK-ში ზაზა გაბედავა.
აფხაზეთში სრულიად სომეხთა სასულიერო ლიდერის განცხადება აფხაზური მედიით გავრცელდა, სადაც ის აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს, ამ ქვეყნის ასაყვავებლად, გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

“მე მრავალი წლის განმავლობაში ვთესავ ჩემი მრევლის გულებში სიყვარულს მოძმისადმი და ვუხსნი მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სომხების გაერთიანება აფხაზეთის განვითარებისა და აყვავებისათვის. მე ჩემი მხრივ დიდად მადლობელი ვარ აფხაზი ხალხის, იმ მოცემული შესაძლებლობის გამო, რომლითაც ვცხოვრობ ერთ საერთო ოჯახში, როგორც თანასწორი თანასწორებთან, ძმებსა და დებს შორის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთთან სომხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს… აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტიც ხომ ლეგენდარული სომეხთა მეფის, აშოტ ერკატის ძმასთან, აბასთან წმინდა ქორწინებით იყო დაკავშირებული… და დღეს, არავის შეუძლია თქვას, რომ აფხაზებმა ეს კავშირები დაარღვიეს. ამას მოწმობს სომხური ეკლესია აფხაზეთში, ათეულობით სომხური სკოლა, სომხური ტრადიციების და ფასეულობების დაფასება ამ ქვეყანაში.

ვიმედოვნებ ისტორიამ ასწავლა სომხებს, იყვნენ მონოლითურნი და ერთიანნი. უმთავრესი პრიორიტი კი, უნდა იყოს თავად ხალხი, იმისათვის რომ გამოადგე იმ საზოგადოებას და იმ სახელმწიფოს სადაც შენ ცხოვრობ…

მე მინდა აფხაზეთი აყვავებული ვნახო… ამ ძლიერმა და მეომარმა ხალხმა, ჭეშმარიტად დაიმსახურა დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის უფლება, აფხაზეთის რესპუბლიკის სახით” — აცხადებს ტერ-სეტრაკი.

ter_setraki_890x395_10350

კომენტარები

სხვა სიახლეები