“ვხედავ, იქმნება დროებითი მთავრობა, უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება საქართველოზე

“ქვეყანას ისტორიაში პირველად გვეყოლება კოალიციური მთავრობა, უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა და, ბოლოსდაბოლოს, საქართველო მშვიდდება, რაც ცხრა წლის წინ ვიწინასწარმეტყველე”, – ვკითხულობთ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას “ფეისბუქგვერდზე”.
“კვირა+” ლელა კაკულიას “ფეისბუქპოსტს” უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა:
„ჩვენ მივდივართ იქეთკენ, რომ ქვეყანას ისტორიაში პირველად ჰყავდეს კოალიციური მთავრობა ახალი საარჩევნო წესების შემოღების გზით“.

ახლა ამ საკითხზე ბევრს მსჯელობენ საქართველოში, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ვადებთან ერთად, მის პლუსებსა და მინუსებსაც განიხილავენ.
ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ქალბატონი ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას კოალიციური მთავრობის შესახებ.
2007 წელი, 11 ნოემბერი, დილის 6 საათი.
ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: ქვეყნის მოწყობა ისეთია, როგორიც ისრაელში. არ იქნება ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ვხედავ კოალიციურ მთავრობას. ეს მეტად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის.
2007 წელი, 17 დეკემბერი.
სწრაფი ცვლა წავა, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე: დროებითი მთავრობა, მერე საპარლამენტო არჩევნები, მერე პრემიერი და მთლიანობაში კოალიციური მთავრობა. ეს არის ისრაელის მოდელი, რომელიც ვიწინასწარმეტყველე ცხრა წლის წინ. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით!
2008 წელი, 17 იანვარი, ურეკი.
ვხედავ, იქმნება დროებითი მთავრობა, უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა, ყალიბდება კოალიციური მთავრობა (1992-1993 წწ. წინასწარმეტყველება). ბოლოსდაბოლოს, საქართველო მშვიდდება…”, – აღნიშნავს ლელა კაკულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები