ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება:
„ვხედავ, ქალი პოლიტიკოსი ძალიან გაუტევს ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს გახდება. ეს იმიტომ რომ ეკლესიას მე ვიცავ!
ვხედავ, ქართველ ოლიგარქს თავისი გეგმა აქვს შემუშავებული. ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს. ის ცდილობს, ახალი ხალხი შემოუშვას საქართველოს მთავრობაში და ასეც მოხდება.
ვხედავ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოუშვებენ საპატიმროდან, იმიტომ რომ ის იქნება იარაღი ეკლესიის წინააღმდეგ. ის დიდი სიამოვნებით ჩაერევა ამ ბრძოლაში. ბედისწერა სიკეთით შემობრუნდება მისკენ.
მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები!..
სინოდი ისე წყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს.
ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება —პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს.
ვხედავ, მთავრობა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ჯარისკაცებზე შეტევა, იმიტომ რომ ამას დიდი შეჯახება მოჰყვება. თავდაცვის მინისტრს შეცვლიან, მაგრამ ეს შედეგს ვერ მოიტანს,“ – წერს ლელა კაკულია.