“ვწუხვარ, რომ საზოგადოების ნაწილს იმედები გაუცრუა ამ ,,ექსპერტ” გიდმა” – გიორგი შაქარაშვილის და

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება გრძელდება. შემთხვევიდან უკვე ერთი თვე გავიდა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სხვადასხვა გადაცემის ავტორებს რესპონდენტად უკრაინელი ექსპერტი, გალინა კარმუშინა ჰყავდათ, რომელმაც შაქარაშვილის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნაზე სხვადასხვა კომენტარი გააკეთა.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარია გამოეხმაურა და დაწერა, რომ კარმუშინა არის თბილისში ჩამოსული გიდი და, რეალურად, არა უკრაინის, არამედ რუსეთის მოქალაქეა:

“ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო.

ხომ გახსოვთ იოსებ კაკალაშვილი, ანუ იგივე ჯოზეფ ქეი? 
ადამიანი, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი აშშ- ში და გვარამიამ აქცია ყველაზე მდიდარ კაცად, ბიზნესმენად თავისივე გვარით – ქეი, 
რომელმაც ტაქსის მძღოლობით ,,იყიდა” ტელეკომპანია “იმედი”.

ახლაც იგივე გრძელდება.

ჯერ იყო და აშშ-ში თუ კი სადმე კლინიკაში დამლაგებლად ვინმე ქართველი იყო (დამლაგებლის პროფესიას არ ვეხები, უბრალოდ, სამედიცინო კუთხით მუშაობის გამოცდილებაზე ვაპელირებ), ყველას აზრი გამოიყენეს, როგორც ექსპერტის, ინფექციისა და ეპიდემიის დარგში და ლამის მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის ექიმებად გაგვაცნეს ეს ადამიანები.

დღეს კიდევ, გვარამიას ეთერში ყავდა ქალბატონი, რომელმაც ლამის ანგელოზი ბავშვის მკვლელობის საქმე კი არა, რამდენიმე გაუხსნელი საქმეც გახსნა მსოფლიო მასშტაბით, არადა, გაინტერესებთ, ეგ ქალბატონი ვინ იყო? 
ქალბატონი გახლავთ გიდი თბილისში, რომელიც უკრაინის კი არა, რუსეთის მოქალაქეა.

მოკლედ, ტაქსის მძღოლებით უვარდებოდნენ ადრე ტელევიზიებს და ახლა კიდევ სტომატოლოგებითა და გიდებით აპირებენ კორონა და რამდენიმე გაუხსნელი საქმე დაამარცხონ!!!

აღარც კი მეცინება, ჩვეულებრივი მანიაკები არიან რომლებსაც, არც ტვინი აქვთ და არც  – ნამუსი, რომ, უბრალოდ, გაქრნენ და საზოგადოება აღარ დაწამლონ!!!”, – წერს ირაკლი ლატარია.

ამავე პოსტს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის და, ანი შაქარაშვილი გამოეხმაურა:

“ვწუხვარ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმედები გაუცრუა ამ ქალბატონმა, ,,ექსპერტ” გიდმა”, – წერს შაქარაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები