“ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო” – პრინცი ჰარის პირველი საჯარო კომენტარი

პრინცმა ჰარიმ ტიტულზე უარის თქმისა და სამეფო ოჯახის საპატიო წევრობის დათმობის შემდეგ, პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის წუხს, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

“მინდა სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან ან ჰერცოგისგან, არამედ როგორც ჰარისგან: ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მეუღლისა და ჩემს გამო მივიღე, იოლი არ ყოფილა. ეს იყო რამდენიმე წლიანი გამოწვევის შემდეგ, რამდენიმე თვიანი საუბრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ვიცი, ყოველთვის მართალი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა ნამდვილად არ იყო,“- განაცხადა ჰარიმ.

ჰარის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მისი სამშობლოა და იგი მის სამსახურში ყოფნას, როგორც სამოქალაქო, ის სამხედრო კუთხით კვლავ განაგრძობს, მაგრამ არა საჯაროდ, რადგან მას ამის საშუალება არ მიეცემა.

ჰარიმ პრესკონფერენციისას ბრიტანელ ხალხს მადლობა გადაუხადა, რადგან ისინი მის მეუღლეს, მეგან მარკლს დადებითად შეხვდნენ.

მან ასევე იხუმრა და განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა კანადაში თოვლი პირველად იხილა.

კომენტარები

სხვა სიახლეები