“ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში”-თინა ხიდაშელი მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოშია

თინა ხიდაშელი საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ როგორც მან აღნიშნა, მდგომარეობის გაუარესების გამო, ისევ მოუწია დაბრუნება:

“ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში. დიდი ხნის შემდეგ პირველად საინფორმაციოების ყურება გადავწყვიტე და ვფიქრობ გაოგნებული – როგორ ვცხოვრობდით გადახვევის ფუნქციის, ან უცხოური არხების გარეშე?
ვიცი გაინტერესებდათ.

PS საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება ვინაიდან მდგომარეობა სახლშო ყოფნის დროს გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ორივე კერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი.”-წერს თინათინ ხიდაშელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები