„ვცდილობ საშინელი სტრესიდან გამოსვლას… ჩემი დიდი თხოვნა იქნება…“ – რას წერს გივიკო დიდია

ვლოგერი გივიკო დიდია რამდენიმე დღის წინ მომხდართან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ იგი სხვის ლანძღვებს არ უპასუხებს.

„თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მასწავლეს სითბო, თანადგომა, მიტევება და სიყვარული. ვცდილობ საშინელი სტრესიდან გამოსვლას და ჩემი დიდი თხოვნა იქნება არანაირი სქრინები არ გამომიგზავნოთ. ამით უფრო დამაზარალებთ.

ეს არის ჩემი ბოლო პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით. მლანძღეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ ადრესატებს სამყაროში მოქმედი ბუმერანგის პრინციპი და არც ის რომ ჩვენ ბულინგის წინააღმდეგი – „ჰუმანური ხალხი ვართ“. ღმერთი ყველაფერს ხედავს“,- წერს გივიკო დიდია.

კომენტარები

სხვა სიახლეები