“ვცდილობ, რომ ეს სიტუაცია შევცვალო მაგრამ”… – “მიუსაფარი ძაღლების დარდი”

ფეისბუქგვერდი “ერთად ავაშენოთ კერა”, რომელიც მიუსაფარი ძაღლების დასახმარებლად შეიქმნა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაერთიანებისკენ იმ ძაღლების დასახმარებლად, რომლებიც ყინვაში, ქარში და თოვლში უპატრონოდ არან დარჩენილები.
გვერდი ასევე ავრცელებს წერილის, რომელშიც ყველა “მიუსაფარი ძაღლის დარდია” გაერთიანებული.

“მე მოვკვდი ამის წაკითხვისას
ვცდილობ, რომ ეს სიტუაცია #შევცვალო #ქვეყანაში მაგრამ: (10% თუ შემორჩა #ადამიანი) ვინც მეხმარება/მამხნევებს.
წაიკითხე და თუ გული გაქვს #გაიზიარე, რომ ყველამ ერთად დავეხმაროთ  მათ, ვისაც ჩვენ გარდა არავინ ყავს”.
” ყველაფერი შემთხვევით მოხდა.უბრალოდ არ გამიმართლა.
არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა, მეც მინდოდა ცოტა სიხარული და მეც ამიტომ ვიწექი დიდი და სათამაშოებით განათებულ მაღაზიის წინ….მაღაზიიდან ყველანი ღიმილიანი და მხიარულები გამოდიოდნენ, ჩემს დანახვაზე კი ზიზღით სახეს აბრუნებდნენ… ეტყობა მე არ გამოვიყურებოდი საზეიმოდ…. მე ძალიან მშიოდა,მაგრამ ეტყობა ამ ლამაზ მაღაზიაში საჭმელს არ ყიდნენ….თუმცა ზოგიერთი გამომსვლელის ხელჩანთიდან ხორცის სუნი მცემდა.

ციოდა,ცივი ქარი ქროდა და მე მომიწია მაღალი სახლის ეზოში შევსულიყავი…საღამოვდებოდა და ჩემთვის აუცილებელი იყო მოვხვედრილიყავი სახლის თბილ სადარბაზოში,რათა სუსხიანი ღამე გადამეტანა. მაგრამ იმ საღამოს სადარბაზოში არავინ შემიშვა…მესმოდა ბევრი ჩემთვის გასაკვირი სიტყვები: გვიკბენს,მოისაქმებს,ბინძურია,ცოფიანია….მე არ ვიცოდი ამ სიტყვების მნიშვნელობა,მაგრამ ამ სიტყვებიდან გამოსჭვიოდა სიცივე და გულგრილობა….უბრალოდ არ გამიმართლა…
ყინვა მატულობდა,მე მოვიკუნტე სახლის გვერდით.ცაში ავარდნენ საახალწლო ნათებები…ლამაზები….მე ბედნიერი ვიყავი მათ რომ ვხედავდი…ისინი სითბოს მგვრიდნენ…არაუშავს გავიფიქრე მე,მოვა დილა და მეც გავთბები…
უბრალოდ ეხლა არ გამიმართლა…
შუაღამე კარგახნის გადასული იყო და შენც, უკანასკნლმა გამვლელმა ჩამიარე გვერდი.შენ შეჩერდი სადარბაზოსთან სიგარეტის მოსაწევად,მე თოვლი ჩამოვიფერთხე შენთან მოვედი და გვერდით დაგიდექი.შენგან სითბოს და საჭმელის სურნელი მოდიოდა.შენ ხომ ჩემთვის ღმერთი ხარ ადამიანო! შეიძლება შემოვალ სადარბაზოში? არა,ისევ არ გამიმართლა..
არის ისეთი დღეები როცა არ გიმართლებს…არაუშავს გავიფიქრე მე,ხვალ დილიდან ყველაფერი შეიცვლება და დავიძინე შენი სახლის შესასვლელთან უკანასკნელად…
დილით კი მე მოვკვდი”.

 “მაშინ, მალე უნდა მივცე მაგალითი თაობას, რომ არ გადავშენდეთ!
თორემ ეს 10% აღარ ვიქნებით და:
(აი მანდ #დაგვენძრა საქართველო)
ბოდიშით, მაგრამ რეალობაა”
ლ.ჩ

კომენტარები

სხვა სიახლეები