“ვფიქრობ, შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას” – ქართველი ექიმი სოციალურ ქსელში პირად ტელეფონის ნომერს ავრცელებს

ექიმი პედიატრი, თამარ ცანავა სოციალურ ქსელში ტელეფონის პირად ნომერს ავრცელებს და წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაცია დასჭირდება, შეუძლია, მას დაუკავშირდეს:

“ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით… გულს მტკენს, როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს…

ვფიქრობ, შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას, თუ არ გაქვთ დროული რეკომენდაციები. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი  და 35-წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი.

იქნებ, სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს.
სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ, დამირეკოთ – 599 106629
თუ ვინმეს არ გაქვთ ანგარიში, რომ დამირეკოთ, მომწერეთ პირადში და მე გადმოგირეკავთ”, – წერს თამარ ცანავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები